LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზიდანის და ბენიტესის რეალი ერთნაირია

32

მადრიდის ”რეალმა” ზინედინ ზიდანთან ერთად იმდენივე ქულა მოიპოვა, რამდენიც რაფაელ ბენიტესთან ერთად პირველ ოთხ მატჩში.
ფრანგსაც და ესპანელსაც სამ-სამი გამარჯვება და თითო ფრე ერიცხებათ.

საინტერესოა, რომ ორივე მწვრთნელის ხელმძღვანელობით ”რეალს” გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაც იდენტური აქვს (+15). ზიდანის ხელში მადრიდელებმა 17 შეაგდეს და 2 გაუშვეს, ბენიტესის ”რეალმა” კი 15 გოლი გაიტანა, ოღონდ არც ერთი არ გაუშვია.

ბენიტესის დროს ”რეალმა” ჯერ ნულოვანი ფრე ითამაშა ”სპორტინგთან”, შემდეგ კი მოუგო ”შახტარს” (4:0), ”ბეტისს” (5:0) და ”ესპანიოლს” (6:0).
ზიდანის ხელში კი ”სამეფო კლუბმა” აჯობა ”დეპორტივოს” (5:0) და ”სპორტინგს” (5:1), ფრედ ითამაშა ”ბეტისთან” (1:1) და გაანადგურა ”ესპანიოლი” (6:0).

შეგახსენებთ, რაფა ბენიტესი 2015 წლის 3 ივნისს ჩაუდგა ”რეალს” სათავეში, 216 დღე იმუშავა და იანვარში გაუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები