LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე შუფუტინსკის კონცერტის ორგანიზატორებს აკრიტიკებს

42

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში მიხეილ შუფუტინსკის დაგეგმილ კონცერტს ეხმაურება, რომელიც ბათუმში უნდა გაიმართოს.

“მევიდა მიხეილ ისევ შენი დრო საქართველოში? ქართველ შემსრულებლებს არ დაუძახოთ არა მეხი არ დაგეცეთ. ვერასდროს ვერ გავიგებ, რატომ უნდა მოგინდეს ამის ჩამოყვანა. კონცერტი დიდი სიუჟეტით გამიშუქეთ კიდე და წინასწარ რეკლამები არ დაგავიწყდეთ” – წერს ზურა სოციალურ ქსელში.

სტატუსს მომღერლების მეგობრები და თაყვანისმცემლები ეხმაურებიან, რომელთა უმრავლესობაც აცხადებს, რომ შუფუტინსკის კონცერტზე არავინ არ უნდა წავიდეს და ჩაიშალოს.

შეგახსენებთ, რომ რუსული შანსონის და პოპის მომღერალი სოლო-კონცერტს ბათუმში, 16 აგვისტოს გამართავს. კონცერტი პროექტ Heat Batumi-ის ფარგლებში ტარდება. ბილეთის ფასი 50-დან 130-მდე ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები