LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილის ახალი პარიზული კლიპი (ფოტოები)

41

Ardaidardo.Ge
7-11 თებერვალს, ნოდიკო ტატიშვილი გადამღებ ჯგუფთან ერთად, იმყოფებოდა პარიზში, სადაც მიმდინარეობდა მომღერლის ახალი კლიპის გადაღებები.

 

 

სიმღერა, რომლის ავტორებიც არიან რუსა მორჩილაძე და ირინა სანიკიძე, კიდევ ერთი ახალი კომპოზიციაა მომღერლის რიგით მეორე ალბომში, რომელიც მარტის თვეში ახალ კლიპთან ერთად გამოვა.

 

მუსიკალური პროდიუსინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის, სიმღერა კი ჩაიწერა ხმის ჩამწერ სტუდია „ბრავო რეკორდსში“, მიქსინგი და მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილი, ბორიკო შხიანი.

 

ახალი კლიპი ნოდიკო ტატიშვილის კიდევ ერთი პროექტია, რომელიც მომღერალმა „კაპიტან +“-თან ერთად განახორციელა. კლიპის რეჟისორია ნესტან სინჯიკაშვილი, დამდგმელი ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი, ხოლო პროდუსერი – თაკო დოლაბერიძე.

 

როგორც შევიტყვეთ, კლიპის შინაარსი სიყვარულის ძალიან ლამაზსა და არაბანალურ ისტორიაზე მოგვითხრობს, მოქმედებები ვითარდება შუაგულ ზამთრის პარიზში, სიუჟეტის მიხედვით, მომღერლის პერსონაჟი ბრუნდება ქალაქში, სადაც ორი წლის წინ გაიცნო და შეუყვარდა გოგონა.

 

შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებს, რომ კლიპი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ნოდიკოს დუეტი სალომე ბაკურაძესთან – შეგახსენებთ, რომ „იუთუბზე“ მათ ვიდეოს მოკლე ხანში ორ მილიონზე მეტი ნახვა დაუგროვდა და ტრენდინგში გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირველ ადგილზეც იყო.

 

ნოდიკო ტატიშვილი მალე ვენაში კონცერტისთვისაც ემზადება, რომელიც 3 მარტს, ვენის კულტურის ცენტრში -„სარგფაბრიკი“ გაიმართება. კონცერტზე შესრულდება მისი რეპერტუარიდან ცნობილი ჰიტები, ასევე ცნობილი ქართული სიმღერებიც. კონცერტის ორგანიზატორია ქართველი ემიგრანტი, ია ხუროშვილი.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები