LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილს მაისში აშშ-ში სამი კონცერტი ექნება

58

Ardaidardo.Ge
ნოდიკო ტატიშვილი აშშ-ში სამი კონცერტის გასამართად ემზადება. მომღერალს ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა ელის. პირველი კონცერტი 11 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება, შემდეგ ნოდიკო ვასინგტონში გადაინაცვლებს, სადაც 12 მაისს იმღერებს, მცირე ტურნე კი ფილადელფიაში 13 მაისს დაგეგმილი ღონისძიბეით დასრულდება.

 

ნოდიკოს ბოლო დროს საკმაოდ ბევრი კონცერტი აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათ შორის ბოლო ახლახან ვენაში ჰქონდა.

 

კიდევ ერთი საინტერესო ვოიაჟი მომღერალს პარიზში ჰქონდა, სადაც თებერვალში ნესტან სინჯიკაშვილმა ახალ სიმღერაზე „ნუ განიკითხავ“ კლიპი გადაუღო.

 

ნოდიკო ტატიშვილი:

 

ვემზადები ამერიკის საკონცერტო ტურისთვის.

 

ქართველ ემიგრანტებთან კონცერტები ყოველთვის განსაკუთრებულია ემოციური თვალსაზრისით. ძალიან მგრძნობიარე პუბლიკაა, თან უმეტესობას ბევრი წელია არ უნახავს თავიანთი ოჯახის წევრები, მეგობრები, ხშირად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, ენატრებათ ყველაფერი, რაც ქართულთან და საქართველოსთანაა დაკავშირებული, აი, ეს ფაქტორები კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციურ ფონს და ჩემი, როგორც ქართველი მომღერლის დანიშნულებაც ასეთი კონცერტების დროს სწორედ ესაა, რომ ცოტა ხნით მაინც დავაბრუნო საქართველოში.

 

მიმაქვს ქართული სიმღერები როგორც ჩემი რეპერტუარიდან, ასევე ის ქართული სიმღერები, რომლებმაც დიდ დროს გაუძლეს და ყველასთვის საყვარელ სიმღერებად შემოგვრჩა.

 

მიხარია, რომ დაინტერესება დიდია და მიხარია, რომ სავსე დარბაზებში მომიწევს სიმღერა.

 

ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ, შევხვდები ჩვენებს და მთელი სულითა და გულით ვუმღერებ!

 

მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს გულშემატკირობისთვის, ძალიან ბევრი წერილი მივიღე სოციალური ქსელის საშუალებით და ვიცი რომ მოლოდინიც დიდია. მადლობა ყველას და განსაკუთრებით ნანიკო კორახაშვილს, რომელის გახლავთ ამ საკონცერტო ტურის პროდიუსერი.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები