LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საკონცერტო, საშემსრულებლო ნაწილში ბენდთან ერთად დავიწყეთ მუშაობა… ჩვენს ჟანრს ავსებს და უფრო საინტერესოდ მოსასმენს ხდის“ – ჯგუფი „ალეგრო“

187
ჯგ.-ალეგრო

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფი „ალეგრო“ სტუმრობდა. გადაცემაში იმერული პოპურის პრემიერა შედგა.

რა სიახლეებია თქვენს კარიერაში?

პაატა: სიახლე ბევრია. საკონცერტო, საშემსრულებლო ნაწილში ბენდთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა მუსიკოს- შემსრულებლები არიან ჩვენთან. ინტენსიური მუშაობა იყო ორი თვის განმავლობაში და საკონცერტო შესრულებაც კი შევძელით ფოთში, სადაც იტალიურ-ფრანგული კულტურის დღეები ჩატარდა. ყველაფერ ამას ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

როგორ შეარჩიეთ ბენდის წევრები?

ვანო: მუსიკოსების „ფეისბუქ“ გვერდზე დავწერეთ, რომ მუსიკოსები გვჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მსურველი იყო, მაგრამ ვისაც მეტი რეკომენდაცია ჰქონდა, ისინი ავირჩიეთ და ნამდვილად გაამართლეს ჩვენი მოლოდინები. გვყავს 5 ინსტრუმენტალისტი, დრამი, ბას გიტარა, სოლო გიტარა და ორი კლავიში. ეს ის ინსტრუმენტებია, რაც ჩვენს ჟანრს ავსებს და უფრო საინტერესოდ მოსასმენს ხდის.

გოჩა: სამომავლოდ სიმებიანი და სასულე ინსტრუმენტებიც იგეგმება. ბენდის შექმნის ინიციატორი ვანო იყო.

როდის იქნება მზად პროგრამა, რომელზეც ბენდთან ერთად მუშაობთ?

ვანო: თითქმის მზად არის, 1-2 სიმღერა დაგვრჩა. ერთი კონცერტის პროგრამა უკვე გამზადებულია. საერთოდ, ჩვენ სხვადასხვა კონცერტისთვის ჟანრობრივად, თემატიკის მიხედვით ვარჩევთ, თუ რა ვიმღეროთ.

პაატა: ბენდის შექმნისკენ გვიბიძგა იმანაც, რომ ფრანჩესკო ბოჩამ, რომელმაც „ილ ვოვოს“ სიმღერა „გრანდე ამორე“ დაუწერა, ჩვენი სიმღერა გააზიარა „ფეისბუქზე“, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.

გოჩა: მან ერთ-ერთი თავისი საუკეთესო სიმღერაც გვაჩუქა, რომელიც ხმებში გავაკეთეთ.

ვისაუბროთ იმერულ პოპურზე, როგორ შეირჩა სიმღერები?

გოჩა: სიმღერები არის ქალაქური ფოლკლორიდან. პოპურში სამი სიმღერა არის გაერთიანებული.

ვანო: ჩაიწერა ირაკლი ფუტკარაძის სტუდიაში.

ჯგუფი “ალეგრო” – იმერული პოპური

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ჯგ. ალეგრო – პოპური (ორთავ თვალის სინათლე / ჩემო ციცინათელა). Live

ჯგ. ალეგრო. ვიდეოკოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები