ვისი კაბა ეცვა ნანი ბრეგვაძეს “ბლექ სი არენას” კონცერტზე

50

Ardaidardo.Ge
“ნანი – სცენის დედოფალი” – ამ სახელწოდებით 16 აგვისტოს, “ბლექ სი არენას” სცენაზე ისტორიული კონცერტი გაიმართა. 83 წლის ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე თავისი შესანიშნავი რეპერტუარის ახლებური, ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილი ორიგინალური ვერსიებით, სავსე დარბაზის წინაშე წარდგა.

ამ კონცერტის მუსიკალური ნაწილის შესახებ ცალკე სტატიაში მოგიყვებით, მაგრამ ქალბატონი ნანის პირველი შემოსვლა სცენაზე ისეთი ეფექტური იყო, რომ ცალკე აღნიშვნის ღირსია.

 

ნანი ბრეგვაძის გემოვნება და სტილის შეგრძნება რომ სამაგალითოა, ამაზე არავინ დაობს. მის გარდერობს კიდევ ერთი ულამაზესი და თვალისმომჭრელი კაბა შეემატა, რომლითაც ის კონცერტზე პირველ განყოფილებაში წარდგა. მაყურებელმა მისი კაბის გამო აღფრთოვანება ვერ დამალა. როგორც ყოველთვის, ნანი ბრეგვაძემ სტილის გაკვეთილი ჩაგვიტარა.

 

როგორც შევიტყვეთ, ეს კაბა მას დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა შეუქმნა. მომღერალმა მადლობა მას მოგვიანებით გადაუხადა, როცა დათუნა კონცერტის შემდეგ მასთან მისალოცად მივიდა…

(ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები