მას შემდეგ, რაც მალტაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა, ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. სიახლის შესახებ public transport წერს.
მგზავრობის საფასური კი 2022 წლის ბოლოდან გაუქმდა. ამ გზით ხელისუფლებას ადგილობრივთა მოტივირება სურდა, რათა არაეკოლოგიურ ტრანსპორტზე, პირველ რიგში კერძო ავტომობილზე ეთქვათ უარი. შეგახსენებთ, რომ ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 72%-ზე სწორედ ავტომობილია პასუხისმგებელი.
Transport Malta-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის 265 ათასი მაცხოვრებელი (მალტის მოსახლეობა მთლიანობაში 514 ათას ადამიანს შეადგენს) უპირატესობას ავტობუსს ანიჭებს. უფასო მგზავრობის შემოღებამდე კი ამ ტრანსპორტს მხოლოდ 196 ათასი მალტელი იყენებდა. გასულ წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდულმა 5,8 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
მგზავრთა ძირითადი ნაწილი (71%) 19-დან 65 წლამდე ადამიანები არიან.
მალტელთა 30,9% ავტობუსს წელიწადში 200 ათასჯერ იყენებს, 25%- 51-დან 200 ათასამდე, ხოლო 43,9% – 50 ათასზე ნაკლებ მგზავრობას ასწრებს.
საინტერესოა, რომ გარემოს დაბინძურების შესამცირებლად და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბევრ სხვა ევროპულ ქალაქშიც გახდა უფასო.