ამ კვირაში დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, რაც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში გარკვეულ „წყალქვეშა დინებებსა“ და ფარულ სირთულეებს წარმოქმნის.
ვერძი – ეს კვირა საკმაოდ დინამიური და წარმატებულია, რადგან მზე სწორედ თქვენს ნიშანს გადის. გემატებათ ენერგია, ხართ კომუნიკაბელური და ავლენთ საუკეთესო ლიდერულ თვისებებს. პერიოდი კარგია ახალი იდეებისა და პროექტების დასახვისთვის, თუმცა აუცილებელია, რომ ისინი რეალურ საფუძველზე იყოს დამყარებული.მოერიდეთ გადამეტებულ ფანტაზიებს, რათა თქვენი გეგმები „საპნის ბუშტივით“ არ გასკდეს. ზედმეტმა თვითრწმენამ შესაძლოა შეცდომებისკენ გიბიძგოთ. ნუ იჩქარებთ, ნუ გამოიტანთ სულსწრაფ დასკვნებს და იმოქმედეთ პრაგმატულად. მთლიანობაში, კვირა უდავოდ პოზიტიურია.
კურო – თქვენთვის ახლა განსხვავებული პერიოდია, დაბადების წინა დღეები ყოველთვის რთულია. აშკარად იკლებს იმუნიტეტი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შესაძლოა თავი იჩინოს ფარულმა მტრობამ, ინტრიგებმა და შურმა. მზად იყავით სხვათა მხრიდან კრიტიკისა და შენიშვნებისთვის, რამაც შეიძლება თქვენი მძაფრი ემოციური გაღიზიანება გამოიწვიოს. ემოციების კონტროლი გადამწყვეტია, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში. ეს კვირა არ არის ხელსაყრელი სწავლისთვის, ინტელექტუალური მუშაობისთვის, მგზავრობისა და მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ, ენაზე კბილი დააჭიროთ, დაიცვათ საიდუმლოებები და ყოველდღიური, ძველი საქმეების დასრულებით შემოიფარგლოთ.
ტყუპები – მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგოტონუსი და კომუნიკაციის უნარი მაღალ დონეზეა, კვირის უარყოფითი ენერგიები მაინც იმოქმედებს თქვენზე. მოსალოდნელია ურთიერთობების დაძაბვა ნათესავებთან და კოლეგებთან. შესაძლოა იკლოს ურთიერთგაგებამ, რაც ხშირ შემთხვევაში ფინანსურ ან საგვარეულო საკითხებს უკავშირდება.ფინანსური თვალსაზრისით რთული პერიოდია, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, კაპიტალდაბანდებებსა და ინვესტიციებს. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ რეფორმატორული სულისკვეთება და სიახლეების სურვილი, ნებისმიერი ახალი პროექტი პრაგმატულად და დეტალურად უნდა გაიაზროთ, რათა სამომავლოდ სირთულეები არ შეგექმნათ.
კირჩხიბი – კირჩხიბებისთვის საკმაოდ საინტერესო პერიოდია კონტაქტების თვალსაზრისით. შესაძლოა, თქვენი უნარები სრულიად ახლებურად გამოავლინოთ – ზოგიერთ შემთხვევაში პედაგოგიური ნიჭიც კი აღმოგაჩნდეთ და სხვებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელი გახდეთ. თუმცა, ამავდროულად, იჩენს თავს გარკვეული სირთულეებიც. ვინაიდან ახლა „წყალქვეშა დინებების“ პერიოდია, მოსალოდნელია კრიტიკის ტალღა. შესაძლოა, ურთიერთობა დაგეძაბოთ ხელმძღვანელ პირებთან ან კოლეგებთან, რაც სერიოზულად შეაფერხებს თქვენს სამომავლო პერსპექტივებს. იყავით მეტად ყურადღებით და ფრთხილად.
ლომი – ლომის იმპერატორული ნიშნისთვის ენერგოტონუსი მაღალია. ხართ აქტიური, ინიციატივიანი და ავლენთ ლიდერულ თვისებებს. გეძლევათ შანსი, განახორციელოთ ერთგვარი „შეტევა“ თქვენს კონკურენტებსა თუ მოშურნეებზე და დატკბეთ საკუთარი წარმატებით.მიუხედავად წარმატებისა, გახსოვდეთ, რომ პერიოდი მაინც რთულია. შესაძლოა, აღმოჩნდეთ კრიტიკის ქარცეცხლში ან ისეთი ვალდებულებების წინაშე, რომელთა შესრულებაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ზოგჯერ სამართლიანობის ნაკლებობამ შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს. მგზავრობისას აუცილებლად შეამოწმეთ ტრანსპორტის გამართულობა და ნუ დაგავიწყდებათ საბუთები. ზოგიერთი მოლაპარაკება ან პერსპექტიული შეხვედრა შესაძლოა დროებით შეფერხდეს.
ქალწული – ქალწულებისთვის ეს შინაგანი ინვენტარიზაციის, ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციისა და განახლების პერიოდია. მდგომარეობის დასასტაბილურებლად და წესრიგში მოსაყვანად ძალიან დაგეხმარებათ მეგობრული კონტაქტები და პარტნიორული ურთიერთგაგება.მოსალოდნელია უკმაყოფილება საერთო შემოსავლების ან სამსახურებრივი ბონუსების გადანაწილების გამო, რაც შესაძლოა თქვენი მხრიდან პროტესტის მიზეზი გახდეს. აუცილებლად დაიცავით საიდუმლოებები და ზედმეტს ნუ ისაუბრებთ. გახსოვდეთ, რომ ფარულ მტრებს არ სძინავთ, ამიტომ აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან.
სასწორი – სასწორებო, გაითვალისწინეთ, რომ დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლა თქვენს ცხოვრებაშიც წარმოქმნის გარკვეულ „წყალქვეშა დინებებს“. ამ კვირაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებზე – როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. მოსალოდნელია სირთულეები ხელმძღვანელებთანაც. კრიტიკამ და პრეტენზიებმა (როგორც თქვენი, ისე მეორე მხრიდან) შესაძლოა ურთიერთობები ჩიხში შეიყვანოს. თუმცა, თუ კონსტრუქციულ დიალოგს აირჩევთ, საკითხები ორივე მხარისთვის სასიკეთოდ გადაწყდება. ეს პერიოდი კარგია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრობლემებს მშვიდობიანად, დიპლომატიითა და კომპრომისებით მოაგვარებთ.
მორიელი – მორიელებისთვის სამსახურებრივ სფეროში არასტაბილურობა იჩენს თავს. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა ახალი საქმის დაწყების, სამსახურის ან საცხოვრებელი ბინის შეცვლის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეს.თქვენი ენერგოტონუსი გარკვეულწილად მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად დაუშვებთ შეცდომებს, რაც გარშემომყოფთა კრიტიკას გამოიწვევს. ეს ყოველივე კი ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობაზე, ჯანმრთელობასა და ახლობლებთან ურთიერთობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს და მაქსიმალურად შეინარჩუნეთ პარიტეტი კოლეგებთან, რათა დაძაბულობამ ხელი არ შეუშალოს თქვენს კარიერულ განვითარებას.
მშვილდოსანი – მშვილდოსნების ენერგოტონუსი მაღალია. ხართ აქტიური, ინიციატივიანი, კომუნიკაბელური და გონებამახვილი. ავლენთ ლიდერულ თვისებებსა და უშიშრობას, რაც ძალიან კარგია, თუმცა „წყალქვეშა დინებები“ თქვენზეც მოქმედებს.შესაძლოა იგრძნოთ თქვენი მოქმედების თავისუფლების შეზღუდვა, რაც შინაგან პროტესტს გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, პერიოდი მეტად ხელსაყრელია ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად, ასევე სიტუაციის სწორი ანალიზისთვის. ეცადეთ, შეინარჩუნოთ თბილი და კარგი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან და შვილებთან, ეს ბევრად განსაზღვრავს თქვენს შემდგომ წინსვლას და წარმატებებს.
თხის რქა – ამ კვირაში სხვადასხვა სახის დაძაბულობას უნდა ელოდოთ. პრობლემებმა შესაძლოა იჩინოს თავი როგორც ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში, ისე უშუალოდ ოჯახურ გარემოში. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო გაუმართაობები (სანტექნიკა, ელექტროტექნიკა), რაც ოჯახის წევრებს შორის დამატებით გაღიზიანებას გამოიწვევს. შესაძლოა წინ პლანზე წამოიწიოს მემკვიდრეობითი ან სხვა ქონებრივი საკითხები, რაც სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. შეინარჩუნეთ სტაბილურობა და ნუ მისცემთ პრობლემებს უფლებას, კალაპოტიდან ამოგაგდოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ის სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.
მერწყული – თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, ხდებით უფრო აქტიური, ინიციატივიანი და კომუნიკაბელური. გაქვთ დიდი სურვილი შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და მოგზაურობის. საინტერესო ადამიანების გაცნობა და ახალი ინფორმაციის მიღება თქვენთვის პრიორიტეტული ხდება.მიუხედავად აქტიურობისა, „წყალქვეშა დინებები“ ამ კვირაშიც იგრძნობა. ბევრმა კონტაქტმა შესაძლოა ის შედეგი არ მოგიტანოთ, რასაც ელოდით. თქვენი მოქმედებები შეიძლება ქაოსური გახდეს სულსწრაფობის გამო – გსურთ ყველაფერი ერთად აკეთოთ, რაც სირთულეებს ქმნის. გამოიყენეთ პრინციპი: „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან „ფეიკების“ (დეზინფორმაციის) ალბათობა ძალიან მაღალია.
თევზები – თევზებისთვის ფინანსური სირთულეებია მოსალოდნელი. გარკვეული დაპირებები შესაძლოა მხოლოდ ილუზია აღმოჩნდეს, ხოლო გასავალი ბევრად გადააჭარბებს შემოსავალს, რაც დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. თუმცა, შესაძლოა წარმატებას მიაღწიოთ სამეცნიერო-კვლევით სფეროში ან მიიღოთ დივიდენდები ადრე შესრულებული საქმეებიდან. თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ გადაღლას და გაციებას. იყავით წინდახედული ხარჯებთან მიმართებაში.
გეომაგნიტური დღეები – ამ კვირაში რამდენიმე გეომაგნიტური დღეა, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანების გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. ამან შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, წნევის ცვალებადობა და საერთო დისკომფორტი. ასეთი დღეებია – 30 მარტი, 1 და 2 აპრილიდა4 აპრილი.