LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3467
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება მშვიდობიან, დიპლომატიურ, კორექტულ და ფრიად კონსტრუქციულ სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის მეტად აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ და გონებამახვილ ტყუპებში. ამ ზეგავლენის შედეგად ეს ტენდენციები მკვეთრად გამოვლინდება თითოეული ადამიანის ხასიათში.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

დღეს განსაკუთრებული და მუდმივი ყურადღება გმართებთ გზებზე. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და მასებთან კონტაქტს, რადგან მაღალია აურის ენერგეტიკული დაბინძურებისა და თვალის აღების ალბათობა. დღეს ასევე მაღალია ჭორების, ინტრიგების და მოტყუების ალბათობა, ამიტომ აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა შეცდომა არ დაუშვათ. დღე ნეგატიურია სასიყვარულო კონტაქტებისთვის, ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ახალ სამუშაოზე მოწყობისა და ალპინიზმისთვის. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. დღეს არ არის სასურველი რემონტის დაწყებაც.

სამაგიეროდ, დღე კარგია კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ხელსაყრელია აუქციონების, კონფერენციებისა და პრეზენტაციების ჩასატარებლად, ტელევიზორის, ტელეფონის, კომპიუტერისა და სხვა საკომუნიკაციო სისტემების, ასევე კონდიციონერის შესაძენად. დღე ხელს უწყობს სარეკლამო და საბანკო ოპერაციებს, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მშენებლობას, სწავლას, ხელშეკურლების დადებასა და მოგზაურობას. შესაძლებელია რთული საკითხების სწრაფად და იოლად გადაჭრა.

მიაქციეთ ყურადღება დღევანდელ სიზმრებს, რადგან ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საზარდულის მკურნალობა.

დღის განმავლობაში სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. მოერიდეთ უჰაერო სივრცეებს და  სიმძიმეების აწევას.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან გამოიყენეთ ტოპაზი, აკვამარინი, ნეფრიტი, ამაზონიტი და გიაცინტი.

ხოლო ტანსაცმელში ნაცრისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი, ყვითელი და ცისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიურია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები