LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2947
მიხეილ ცაგარელი

დღეიდან 22 ნოემბრამდე მზე გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში და ამ ზეგავლენის შედეგად, მეტად განავითარებს ინტუიციას, ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური, რელიგიური და ასტროლოგიური საკითხებისადმი მეტ დაინტერესებას ადამიანებში, ასევე, გააძლიერებს უშიშარ, მებრძოლ სულისკვეთებას, ორგანიზებულობას, დისციპლინას, შრომისმოყვარეობას, ნებისყოფას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაგმატულობას და მოთმინებას, თუმცა ამ კარგ თვისებებთან ერთად, ადამიანებში მეტად განავითარებს ეჭვიანობას, ზედმეტ პირდაპირობას, სარკასტულ გამოთქმებს, სამაგიეროს გადახდის სურვილს, სიჯიუტეს, ზოგჯერ თვითგვემასაც კი. ამ ნეგატიურ ტენდენციებს, როგორც ხელისშემშლელ, წინააღმდეგობრივ ფაქტორებს, მოახლოებული ერთ თვის განმავლობაში, კონტროლი დაუწესეთ, ხოლო დადებითი მაქსიმალურად გამოავლინეთ.

დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღისა მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში მეტად აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ, გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა.

ყურადღება მივაქციოთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც გაგრძელდება თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში – 07:32 საათიდან დაიწყებს იგი ამ მოქმედებას და 23:55 საათამდე გასტანს. ამ პერიოდში ნეგატიური კოსმიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. ამიტომ ქვეითად მოსიარულეებს და მძღოლებს ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება მართებთ.

დღის რეკომენდაციები:

დღეს დაწყებულ საქმეებს შემდგომ რთული განვითარება ელოდება, ამიტომაც უმჯობესია დღეს ახალი საქმე არ დაიწყოთ. აკონტროლეთ მეტად ხასიათში ამპარტავნება. ამავდროულად, ნუ იწუწუნებთ. მოერიდეთ ახალი ფეხსაცმლის ყიდვას და ჩაცმას. ანალიზების ჩატარებას.

არ არის სასურველი დღეს დაპირებების გაცემა, მათი უმრავლესობა შემდგომ არ შესრულდება და შეიძლება კონფლიქტის მიზეზიც გახდეს. მოვერიდოთ ტყუილს, სესხის აღებას ან გაცემას, საიდუმლო საქმეებსა და საიდუმლო სიყვარულს, რომელიც შეიძლება ადვილად გამოაშკარავდეს და გახდეს არასასურველი კონფლიქტების მიზეზი. კარგია ეს დღე იურიდიული საქმიანობისთვის, სასამართლო პროცესებისთვის, ქორწინებისთვის, ფოტოგრაფიისა და კულინარიისთვის.

დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.

ჯანმრთელობა:

მოერიდეთ ანალიზების ჩაბარებას, ექოსკოპიას, ტერფების მასაჟს.

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ტერფების ზონა, ლიმფური, ნერვული სისტემები თავის არე.

დღის ფერები და მინერალები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო.

ხოლო ფერებიდან ტანსაცმელში – იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი, წითელი ტონები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე კუროს, კირჩხიბის, ქალწულის, თევზების ზოდიაქოს ნიშნებით დაბადებულთათვის.

შედარებით რთულია სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები