მზე დღეს იმყოფება სასწორის მეტად დელიკატურ, ელეგანტურ, დიპლომატიურ, მშვიდობიან, სამართლიან ნიშანში. ხოლო მთვარე გადაინაცვლებს მეტად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, შეუპოვარ, მიზანსწრაფულ და მომთმენ თხის რქაში. ეს ტენდენციები და თვისებები მეტად გამოვლინდებიან დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში სწორედ ამ ზეგავლენის შედეგად.
დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:
სიფრთხილე გვიმართებს დღეს სიმაღლესთან მიმართებაში – მათ შორის სახურავებზე, აივნებზე და ა.შ. მეტი იმოძრავეთ. დღეს მაღალია მოტყუების, კრიტიკის, ცილისწამების ალბათობა. დაიცავით მაქსიმალურად სიმშვიდე, ზედმეტად პოლემიკაში ნუ შეხვალთ. შესაძლებელია პარტნიორულ ურთიერთობებში ნდობით სავსე კავშირის დამყარებაც.
მოერიდეთ ამავდროულად პიგმენტური ლაქების მოშორებას, მანუალურ მასაჟს, სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, თხილის, თაფლისა და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღებას. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, ხელმძღვანელთან ურთიერთობას, ვაჭრობას, ქორწინებას, ახალი კავშირების დამყარებას. საღამოს კარგია აბაზანა.
დღე სასიკეთოა მშენებლობისათვის, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისათვის (მათ შორის ეს თამბაქოს მწეველებს ეხება). კარგია მანქანის ყიდვა-გაყიდვა, ნადირობისა და თევზაობისთვის სასიკეთო დღეა. ხელს უწყობს იგი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებას და ექსპერტიზას.
ჯანმრთელობა:
ვერძებს, კირჩხიბებსა და თხის რქებს დღეს და ხვალ უსუსტდებათ ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი და კანი. ამიტომ ამ ორგანოების მიმართ იყავით განსაკუთრებით ფრთხილები, წინდახედულები, მოერიდეთ ასევე ზედმეტად სიმძიმეების აწევასა და მკვეთრ მოძრაობებს.
ეფექტურია დღეს კუჭ-ნაწლავის, მკერდის მკურნალობა. თუმცა, ჯანმრთელობის კუთხით, სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, ხერხემალი, მუხლები, ასევე კბილების ზონა და კანი.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან კარგია დღეს გამოყენება ისეთი ქვებისა, როგორებიცაა: ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შანსებს.
ფერებიდან ტანსაცმელში, თუნდაც მცირეოდენი შტრიხებით, პრიორიტეტი მივცეთ: ყავისფერ, ყვითელ, კრემისფერ, ნაცრისფერ, მწვანე ფერებსა და ტონებს. ისინი გაძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ქალწულის, მორიელის, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის.
შედარებით დაძაბულია ეს დღე ვერძის, ასევე ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.