დღე გეომაგნიტურია, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს. ამიტომ, თუ იგრძნობთ დისკომფორტს (თავის ტკივილს, დაძაბულობას), აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წნევას და მოაწესრიგეთ იგი წამლებით ან ყავით და მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი.
ყურადღება მიაქციეთ საღამოს პერიოდს – 20:14 საათიდან ღამის 01:00 საათამდე გვექნება ე.წ. მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი. ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. მძღოლებმა და ქვეითად მოსიარულეებმა ორმაგი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:
დღის განმავლობაში მოიმატებს იღბალი და ინტუიცია. შესაძლებელია ახალი პროექტის დაწყება, გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა და ოჯახური კავშირების განმტკიცება. პარტნიორულ ურთიერთობებში კი მოსალოდნელია სირთულეები, ამიტომ აუცილებლად დაუთმეთ ერთმანეთს და გამოიყენეთ კომპრომისები.
დღე სასიკეთოა მშენებლობისთვის, მავნე ჩვევებისგან (მათ შორის თამბაქოსგან) განთავისუფლებისთვის, მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობისა და თევზაობისთვის. ხელს უწყობს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, სარესტავრაციო სამუშაოებსა და ექსპერტიზას.
მოერიდეთ ბიოლოგიურ დანამატებს, ყურების გახვრეტას, მანუალურ მასაჟს, სიმძიმეების აწევას, მკვეთრ მოძრაობებს, ვაჭრობასა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობას. არ არის სასურველი გაცვლითი ოპერაციები, ქორწინება და ახალი კავშირების დამყარება.
კარგია დღეს კარტოფილის შენახვა, მცენარეების დარგვა-გადარგვა და ნიადაგის ზამთრისწინა დამუშავება.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია კუჭ-ნაწლავისა და მკერდის მკურნალობა, ასევე ფრჩხილებისა და კანის მოვლა. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. მეტი რაოდენობით ჩართეთ ზღვის პროდუქტები, რაც ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს.
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები, კბილები და კანის არე. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა) არ არის სასურველი.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ – ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი, მარჯანი და ოპალი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და პერსპექტივებს.
ტანსაცმელში (თუნდაც მცირე შტრიხებით) უპირატესობა მიანიჭეთ ნაცრისფერ, ყვითელ, მწვანე, ლურჯ, ყავისფერ და კრემისფერ ტონებს.
ზოდიაქოს ნიშნები:
პოზიტიური დღეა კუროს, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის.
შედარებით დაძაბულია დღე ლომის, სასწორისა და მერწყულისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ ჯანმრთელობისა და ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.