LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4355
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება ფრიად მშვიდობიან, დიპლომატიურ, კომპრომისების მქონე, სამართლიან – სასწორის ნიშანში. ხოლო მთვარე დღეს იმყოფება მეტად ოპტიმისტურ, აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ – მშვილდოსნის ნიშანში. ეს ტენდენციები, თვისებები ამ ზეგავლენის შედეგად პლანეტებისა მეტად იჩენენ თავის დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

იყავით დღეს ერთგული თქვენი იდეალებისა და პრინციპებისადმი. ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწრაფი შედეგების მიღწევა. დაეყრდენით მეტად ინტუიციას, სიბრძნეს, გამოცდილებას, რადგან ძალისმიერი მეთოდებით დღეს პრობლემებს ვერ გადაწყვეტთ.  არ არის სასურველი საბუთებზე ხელის მოწერა, ახალი საქმის დაწყება, შედგენილი გეგმის დარღვევა, სამართლებრივი საკითხების მოგვარება.

მოერიდეთ მშენებლობას, ყურების გახვრეტას. ამავდროულად დღეს განსაკუთრებით აკონტროლეთ ბავშვები ქუჩაში, იმიტომ რომ ცელქობის ტენდენცია მოიმატებს მათ ხასიათში.

დღეს სასიკეთოა, პოზიტიურია უცხოელებთან ურთიერთობისათვის, საელჩოების, მათ შორის საკონსულოების დონეზე, უცხოეთში კაპიტალდაბანდებისათვის. ხელს უწყობს იგი მგზავრობა-მოგზაურობას, ტურისტულ ლაშქრობებს, ექსკურსიებს, სამგზავრო ბილეთების შეძენას.

კარგია ეს დღე სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისათვის, სწავლისთვის. ხელს უწყობს იგი განცხადებების გაკეთებას, პოლიტიკურ-იდეოლოგიურ მუშაობას, საიუბილეო საღამოების მოწყობას და დაჯილდოებას.

კარგია ეს დღე პარტნიორული თანამშრომლობისათვის და სპორტულ, ასე ვთქვათ, ტურისტული ნაწარმის შესაძენად, სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისათვის, პრეზენტაციებისა და ხელშეკრულებებისათვის. დღევანდელი სიზმრები ცუდს არაფერს არ გვიქადიან.

ჯანმრთელობა:

კარგია დღეს სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, ფილტვების, ხელების, ასევე ბრონქების, მეტყველების მკურნალობა. კარგია მასაჟი.

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ იქნება სასურველი.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, ამეთვისტო, წითელი იასპი, ქარვა, ლაზურიტი. ეს ქვები, მათ გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან ტანსაცმელში, თუნდაც პრიორიტეტის სახით, პრიორიტეტი მივცეთ: ლურჯ, ცისფერ, იისფერი, წითელ, ყვითელ ფერებსა და ტონებს. ისინი მეტად გააზრდიან თქვენს მიმზიდველობას და შარმს მათი გამოყენების შემთხვევაში.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის.

შედარებით დაძაბულია იგი ქალწულის და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური ზოგიერთი მოვლენის მიმართ.

დანარჩენებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები