LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4187
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღისა ითხოვენ მეტ ყურადღებას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. მიაქციეთ ყურადღება, თუ რაღაც შეგექმნათ რაღაც დისკომფორტი თავის ტკივილების, ზუზუნის სახით, აუცილებლად აკონტროლეთ წნევა. აუცილებლობის შემთხვევაში კი გამოიყენეთ შესაბამისი წამლები, პროფილაქტიკა ან ყავა, რათა მოიყვანოთ წნევა წესრიგში და უკეთ იგრძნოთ თავი.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

ნუ ეცდებით დღეს ძალისმიერი მეთოდებით მიზნის მიღწევას – შეიძლება ამით ყველაფერი გააფუჭოთ. მოთმინება წინა პლანზე და ასევე შეუპოვრობა წამოწიეთ, რაც წარმატების მომტანი იქნება. აკონტროლეთ თქვენი ემოცია, სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები, ეგოიზმი, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორები. ნუ აჰყვებით ასევე პროვოკაციებს.

მოერიდეთ დღეს ალკოჰოლურ სასმელებს, მშენებლობას, ყურების გახვრეტას – ამ მხრივ ეს დღე არ არის სასიკეთო.

დღე მთლიანობაში სასიკეთოა სწავლისთვის, იურიდიული საქმეებისა და სასამართლო პროცესებისათვის. ხელს უწყობს იგი მგზავრობა-მოგზაურობას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებს, მათ შორის საელჩოების, საკონსულოების დონეზე. ხელს უწყობს უცხოეთში კაპიტალდაბანდებას. კარგია ეს დღე სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისათვის. ასევე ხელს უწყობს ექსკურსიებს, ტურისტულ ლაშქრობებს, პარტნიორულ თანამშრომლობას. სასიკეთოა იგი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, სამგზავრო ბილეთების შესაძენად, პრეზენტაციებისათვის. ხელს უწყობს იგი საიუბილეო საღამოებსა და დაჯილდოებას, ასევე ხელშეკრულებების დადებასა და გარიგებებს.

ჯანმრთელობა:

კარგია დღეს სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, ფილტვების, ხელების, ბრონქების, მხრების მკურნალობა. ხელს უწყობს იგი მასაჟს. ამავდროულად უნდა გამორიცხოთ ცივი სასმელ-საჭმელი, რაც ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმზე.

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სარდიონი, ცირკონი, იაგუნდი, ამეთვისტო. ეს ქვები, მათ გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შანსებს.

ფერებიდან ტანსაცმელში, თუნდაც მცირედი შტრიხებით, პრიორიტეტი მივცეთ: წითელ, ყვითელ, ცისფერ, ლურჯ, იისფერ ფერებსა და ტონებს, გნებავთ ერთობლივად, გნებავთ ცალ-ცალკე ეს ფერები თქვენს ტანსაცმელში გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შინაგან შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია და დადებითია ეს დღე ვერძთათვის და ტყუპებისთვის.

შედარებით დაძაბულია იგი თხის რქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენებისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები