LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1708
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღის პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში მეტად გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და შედარებით მეტად დაისვენეთ, რათა უფრო სტაბილურად და კარგად იგრძნოთ თავი.

დღის რეკომენდაციები და ზოგადი ტენდენციები:

დღეს მოვერიდოთ ძვირადღირებულ საყიდლებსა და მსხვილ ფინანსურ ოპერაციებს. ნუ აჰყვებით ასევ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც მაღალია, მათ შორის, ეს შეიძლება რომანტიულ და ფინანსურ საკითხებშიც კი გამოვლინდეს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, მშვიდობიანად გადაწყვიტეთ ყველა სახის საყოფაცხოვრებო პრობლემა. ასევე მოინახულეთ მშობლები, ახლობლები. ნუ აჰყვებით ფანტაზიებს, გადამეტებულ ილუზიებს. მოიშორეთ მავნე ჩვევები, ამისთვის ეს დღე კარგია.

მაღალია ტყუილის, შეცდომების დაშვების ალბათობა. მოსალოდნელია ასევე ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, დაიცავით საკუთარი საიდუმლო, ვინაიდან საიდუმლოს გათქმა შესაძლოა ცუდად დაგიბრუნდეთ უკან და სხვებმა ეს გამოიყენონ თქვენს საწინააღმდეგოდაც. არ არის სასურველი დღეს მცენარეების დარგვა-გადარგვა, ხეების გარდა.

დღე კარგია სამშენებლო, სამღებრო სამუშაოებისათვის, სახლის მშენებლობისთვის, ელექტრო, გაზის, კომპიუტერული აპარატურის შესაძენად, ადგილსამყოფელის, მათ შორის ბინის შესაცვლელად, გართობისა და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის.

დღევანდელი სიზმრები გვამცნობენ შემდგომი თქვენი წარმატებების შესახებ.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ვენები, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები.

მოვერიდოთ დღეს ფეხზე დიდხანს მდგომარეობას, სჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ. ბევრ სითხეს ნუ მიიღებთ. საკვებ რაციონში შეიტანეთ მეტად უცხიმო თევზი, მჭლე, ხორცი, ბოსტნეული, ლიმონი, რაც  აამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს.

დღის მინერალები და ფერები:

მინერალებიდან გამოვიყენოთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი, ციტრინი. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდვენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან ტანსაცმელში – ნეონისფერები, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი ტონები გნებავთ ერთობლივად კომბინაციაში, გნებავთ ცალ-ცალკე, მეტად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ვერძისთვის და მერწყულისთვის.

შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ეს დღე ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის დღეს და სხვა ნეგატიური დღის გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები