LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4148
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში, მიაქციეთ ყურადღება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს. ეს პერიოდი იწყება ღამის 01:57 საათზე და მისი მოქმედების არეალი თითქმის დღის 17:00 საათამდე გასტანს. ამ პერიოდში მაღალია ყურადღების მოდუნების ტენდენცია, რაც შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი ტრავმებისა და ავარიებისათვის. ამიტომ მძღოლებმაც და ქვეითად მოსიარულეებმაც ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება მართეთ.

დღეიდან 23 ოქტომბრამდე ე.წ. თეთრი მთვარე (სელენა) იმყოფება დამანგრეველი ენერგიების მქონე სასწორის ზოდიაქოს პირველ გრადუსში. ამით სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მათ, ვინც იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისათვის.

შესაძლებელია ფარული მცდელობა სხვათა რესურსებისა და საკუთრების მითვისებისა, მათ შორის სახელმწიფოებს შორისაც კი გაჩაღდეს ბრძოლა სასარგებლო წიაღისეულის მითვისებისათვის.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები

დღეს ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ამ ახალი საქმის დროს იმოქმედებთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, ინტუიციაზე დაყრდნობით, მაშინ ეს საქმე წარმატებით დაგვირგვინდება, მაგრამ თუ იგი ემყარება სულსწრაფობასა და ემოციურ იმპულსურობას, მაშინ შეცდომებს მეტად დაუშვებთ.

მომატებულია ინტუიცია, მასზე დაყრდნობით მიიღებთ სწორ არჩევანს. მაქსიმალურად დაიცავით სულიერი წონასწორობა.

პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული, სარკასტული, სულსწრაფი. მეტი მზრუნველობა გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ.

დღეს კარგია მასაჟი, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, სასუნთქი სისტემის მკურნალობა, პრეზენტაციები, ხელშეკრულებების დადება, მგზავრობა-მოგზაურობა, უცხოელებთან ურთიერთობა საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე.

ეს დღე ხელს უწყობს იურიდიული საკითხების მოგვარებას, სპორტულ ვარჯიშებს, ექსკურსიებს, ტურისტულ ლაშქრობებს, საბავშვო (ძირითადად ხელოვნების სფეროსთან, თეატრთან დაკავშირებულ) და სამგზავრო ბილეთების შეძენას.

მოერიდეთ დღის განმავლობაში სისხლის გადასხმას, ყურების გახვრეტას.

დღევანდელი სიზმრები კი აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახოთ.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრების სფერო.

ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ იქნება სასურველი.

დღის მინერალები და ფერები

მინერალებიდან დღის განმავლობაში გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ხოლო საღამოს – ონიქსი და ქრიზოპრაზი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებსა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, ლურჯი, ხოლო საღამოს ნაცრისფერი და მწვანე ტონები გაძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები

პოზიტიურია დღევანდელი დღე სასწორთა და მშვილდოსანთათვის.

შედარებით დაძაბულია იგი კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის დღე წარმატების კუთხით ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები