მიაქციეთ პირველ რიგში ყურადღება ე.წ. უკურსო მთვარის, ანუ სხვაგვარად მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს, რომელიც იწყებს მოქმედებას დღის 12: 47 საათზე და გასტანს მისი მოქმედების არეალი 24 საათამდე. ამ პერიოდში ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში ამ მთვარის ზეგავლენის შედეგად, რაც შეიძლება გახდეს გამომწვევი მიზეზი არასასურველი ამ პერიოდში ტრავმებისა და ავარიებისა, უყურადღებობის ფონზე. ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსიარულეებს ამ პერიოდში სჭირდებათ ორმაგი სიფრთხილე და ყურადღება, თავისი მოქმედებების, საქციელის, ორგანიზმის მიმართ.
დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:
კარგია ეს დღე ლოცვისა და ფეხით სიარულისთვის, ახლობლებისათვის საჩუქრების გასაკეთებლად – ყოველგვარი მიზეზის გარეშეც. მოიმატებს დღეს ადამიანებში შრომისუნარიანობა, შემოქმედებითი ნიჭი, ახალი საქმე კი კარგად დასრულდება.
პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად აკონტროლეთ მესაკუთრული ინსტინქტები საკუთარ თავში, სხვათა მიმართ მეტი მიდრეკილება, მისწრაფება, ასევე წყენა და ეჭვიანობა. ეს თვისებები შექმნიან დღეს მხოლოდ დისკომფორტს და დაძაბავენ ურთიერთობებს.
მოერიდეთ დღეს ნოტარიალური საბუთების გაფორმებას, რენტგენს, სხივურ თერაპიას, ცხარე საკვებს, რაც ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმზე. არ არის სასურველი დღეს მგზავრობა, მოგზაურობა, ადგილსამყოფელის, ბინის შეცვლა, გინეკოლოგთან ვიზიტი. მოერიდეთ სოციალური უზრუნველყოფისა და დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობებს, სესხის აღებას.
სასიკეთოა დღევანდელი დღე მანქანის ყიდვა-გაყიდვისათვის, ნადირობისათვის, თევზაობისათვის. ხელს უწყობს იგი ვაჭრობას, ასევე გამოძიებას. კარგია იგი თვითშემეცნებისათვის, რეცხვისა და სარემონტო სამუშაოებისათვის. ხელს უწყობს იგი მასაჟის გაკეთებას, კოსმეტიკურ პროცედურებს და თმების შეჭრას, თუმცა დღეს შეჭრილი თმები გაითვალისწინეთ, რომ შემდგომში სწრაფად გაიზრდებიან.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია დღეს ყელ-ყურ-ცხვირის, ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ბოსტნეული, ნიგოზი, ასკილის წვენი, რაც გააძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტის შესაძლებლობებს ორგანიზმში.
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, არ იქნება სასურველი.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი და მარჯანი. ეს ქვები, მათ გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შანსებს.
ხოლო ფერებიდან ტანსაცმელში, თუნდაც მცირედი შტრიხებით, პრიორიტეტი მივცეთ: წითელ, შავ, ლურჯ, ცისფერ, მწვანე ფერებსა და ტონებს. ისინი მეტად გააზრდიან თქვენს მიმზიდველობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე კუროს, კირჩხიბის, ქალწულის, მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისათვის.
შედარებით დაძაბულია ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა