დღე გეომაგნიტური ენერგიებით არის გაჯერებული, რაც დღის განმავლობაში გარკვეულ პრობლემებს უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, განწყობის ცვლილება და წნევასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე, ყურადღება და წინდახედულება. თუ რაიმე სახის დისკომფორტს იგრძნობთ, აკონტროლეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ შესაბამისი ზომები.
დღეს განსაკუთრებული ყურადღება ადამიანის ხასიათზე უნდა გავამახვილოთ. შესაძლოა გაძლიერდეს ეგოიზმი, ამპარტავნება, ქედმაღლობა, გადაჭარბებული პატივმოყვარეობა და სიამოვნებისკენ შეუზღუდავი სწრაფვა. ამიტომ დღეს და ხვალ კრიტიკულად შეხედეთ საკუთარ თავს და ეცადეთ, საკუთარ ქცევებს თითქოს გვერდიდან დააკვირდეთ – ასე საკუთარ პრობლემებს უკეთ დაინახავთ.
წარმატებამ შესაძლოა ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად გაათამამოს და საკუთარი თავის გადაჭარბებულ შეფასებამდეც მიიყვანოს. ეცადეთ, ამ ნეგატიურ ტენდენციებს არ აჰყვეთ. ამასთან, დღეს შესაძლებელია ნეგატიური სიტუაციების პოზიტიურად შემობრუნება.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღე კარგია ბავშვთა წვეულებებისა და პრეზენტაციების ჩასატარებლად, ახალი ურთიერთობების დასაწყებად და გარკვეული კავშირების აღსადგენად.
სასურველია, დღის განმავლობაში ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას მოერიდოთ. არ არის რეკომენდებული ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ხელშეკრულებების გაფორმება და გადაჭარბებული ნერვიულობა.
ასევე სასურველი არ არის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მცენარეების დარგვა-გადარგვა და მორწყვა, ნიშნობა, ქორწინება, ვაჭრობა. დღეს ყურების გახვრეტაც არასასურველია. ამასთან, მოერიდეთ კრიტიკასა და უხეშ გამონათქვამებს, რადგან მათ შესაძლოა სერიოზული პრობლემები მოჰყვეს.
დღე კარგია ახალი თანამდებობის დასაკავებლად და ახალი სამსახურის დასაწყებად. ასევე ხელსაყრელია იურიდიული საქმიანობისთვის და თმის შეჭრისთვის. გაითვალისწინეთ, დღეს ნანახი სიზმრები შესაძლოა ახდეს.
ჯანმრთელობა:
დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულსა და ხერხემალს. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, საუნას, სოლარიუმს და სიმძიმეების აწევას.
კვების რაციონში მეტად შეიტანეთ ხილი და ბოსტნეული, თევზი და წიწიბურა, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებას და სასარგებლოდ იმოქმედებს ჯანმრთელობაზე.
დღის განმავლობაში სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციების ჩატარება, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, რეკომენდებული არ არის.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სარდიონი და სერდოლიკი. ეს ქვები ხელს შეუწყობენ დადებითი ენერგიების მოზიდვას და ცხოვრებისეული პერსპექტივების გაუმჯობესებას.
ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ბეჟ და ლურჯ ფერებსა და ტონებს. მათი გამოყენება თქვენს მიმზიდველობასა და შარმს გააძლიერებს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე ძალიან კარგია ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით რთული და ნეგატიური დღეა ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.