ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც ღამის პირველი საათიდან 24:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ადამიანების ყურადღება მნიშვნელოვნად დუნდება, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითებს, ასევე მათ, ვისაც რაიმე სახის რისკთან, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღთან ან ასაფეთქებელ ნივთიერებებთან აქვს შეხება.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღეს მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო – ეცადეთ, ურთიერთობები საბოლოო დაშორებამდე არ მიიყვანოთ, რადგან ამის ალბათობა მაღალია. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ურთიერთობა, დღეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება უმჯობესია.
მაღალია ფინანსური პრობლემების წარმოშობის ალბათობაც. ამასთან, შესაძლებელია სასიამოვნო შეხვედრის ალბათობა.
სხვის საქმეებსა და ურთიერთობებში მათი თხოვნის გარეშე ნუ ჩაერევით, რადგან ამან შესაძლოა შემდგომში სერიოზული დაძაბულობა და გაღიზიანება გამოიწვიოს.
დღე რთული და ნეგატიურია სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და სარისკო მოქმედებებს.
სამაგიეროდ, დღე ხელსაყრელია აუდიტისა და კონტროლისთვის, დასუფთავებისთვის, მანიკიურისთვის, პედიკიურისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის, ფინანსური და საბანკო ოპერაციებისთვის, გასაუბრებისთვის, სწავლისთვის, ვაჭრობისთვის, მცენარეების დარგვისთვის, გადარგვისა და მორწყვისთვის, საქმიანი მიმოწერისა და კულინარიისთვის.
გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები ახდება.
ჯანმრთელობა:
დღეს ეფექტურია თვალების, სახის და ლიმფური სისტემის მკურნალობა.
დღის განმავლობაში სუსტდება ნაწლავური სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი და ონიქსი. ეს ქვები ხელს შეუწყობს დადებითი კოსმოსური ენერგიების მოზიდვას.
ტანსაცმელში ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და მწვანე ტონები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან კომბინაციაში, გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე კარგია კუროს, კირჩხიბის, თხის რქასა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.