ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდს – პრაქტიკულად მთელი დღისა და ღამის განმავლობაში (ღამის 01:00 საათიდან 24:00 საათამდე) ე.წ. უკურსო მთვარეა. ამ დროს ადამიანებში ყურადღება მკვეთრად მცირდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ტრავმები და ავარიები. მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
დღეს გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები გარკვეულ პრობლემებს უქმნის ადამიანების გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, სისუსტე, უგუნებობა ან წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აკონტროლეთ წნევა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღეს საკმაოდ მაღალია ალოგიკური ქმედებებისა და ხასიათცვალებადობის ალბათობა, რაც გაართულებს ურთიერთობებს. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები.
დღე კარგია შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის, ფოტოგრაფიისთვის, კულინარიისთვის. ხელს უწყობს საყიდლებს, ვაჭრობას, შინაური ცხოველების შეძენას. მოერიდეთ დღეს ქორწინებას, ადგილსამყოფლის მათ შორის ბინის შეცვლას, სესხის აღებასა და დაპირებების გაცემას.
ჯანმრთელობა:
ეფექტურია კბილების, სახსრების, მუხლების, ხერხემლისა და ძვლების მკურნალობა. სასარგებლოა დიეტური კვება.
სუსტდება კუჭი, მკერდი და ღვიძლი. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. მომატებულია მოწამვლის ტენდენციაც, ამიტომ მკაცრად აკონტროლეთ საკვებისა და სასმლის ხარისხი. ამოიღეთ რაციონიდან მწარე და მარილიანი კერძები, ასევე ალკოჰოლური სასმელები.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შესაძლებლობების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია ზურმუხტი, რაუხტოპაზი, აქატი, ოპალი და მარგალიტი.
ტანსაცმელში თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებებისა და საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.