LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ავტომობილი, რომელთა ყიდვაც ამერიკელებს არ სურთ

111
10 ავტომობილი, რომელთა ყიდვაც ამერიკელებს არ სურთ

ექსპერტებმა ჩამოთვალეს ის ავტომობილები, რომელიც აშშ-ში ყველაზე ცუდად იყიდება. მაშინ როცა Ford F-150-ს, Toyota Camry-ს და Chevrolet Silverado-ს ათასობით ყიდულობენ, ეს მანქანები სალონებში იმტვერებიან. ნაკლებად საინტერესო მოდელთა სიაშია მაგალითად Fiat 500, რომლის გაყიდვებიც 2024 წლის მესამე კვარტალში მხოლოდ 500 ეგზემპლარს აღწევს, Genesis G90, რომელიც კონკურენტებზე უფრო ძვირი ღირს და Lexus LC, რომელსაც დიდი ალბათობით წარმოებიდან საერთოდ მოხსნიან.

ყველაზე დაბალი გაყიდვები Hyundai Nexo-ს აქვს: ივლისიდან სექტემბრის თვემდე ამერიკელებმა მხოლოდ 89 ასეთი კროსოვერი იყიდეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის წყალბადის მოდელი, რომელიც მხოლოდ კალიფორნიის შტატში იყიდება. თან ეს NExo იაფიც არ ღირს, ფასი 60 ათასი დოლარიდან ზემოთაა.

ცოტა უფრო უკეთ იყიდება სხვა წყალბადის ავტომობილი Toyota Mirai, რომელმაც მესამე კვარტალი 346 გაყიდული ეგზემპლარით დაასრულა. შემდეგია – FiaT 500, Genesis G90 და Audi A7.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები