მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში არის ფილმები, რომლებსაც ერთი ამოსუნთქვით ვუყურებთ. ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო ფილმი, რომლის ყურებისას სხვა ვერაფერზე იფიქრებთ და რომლებიც კიდევ დიდხანს დარჩება თქვენს მეხსიერებაში.
სხვების ცხოვრება
ამ გერმანულ დრამაში მოვლენები 1984 წელს ვითარდება. სიუჟეტის მიხედვით, პოპულარული მწერალი და დრამატურგი გეორგ დრაიმანი ცნობილ თეატრალურ მსახიობთან რომანს იწყებს. ამ საეჭვო კავშირის შემდეგ დრამატურგის ცხოვრებით გერმანიის სპეცსამსახურები ინტერესდებიან და დრაიმანის მშვიდი ცხოვრებაც აქ მთავრდება.
სადაც არ უნდა იყო
ფილმი ცნობილი როკ-მომღერლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ამერიკაში მამის მკვლელის საძიებლად მიემგზავრება. ესაა სურათი ადამიანის დამალულ მხარეებსა და შესაძლებლობებზე. ფილმში მთავარ როლს შონ პენი ასრულებს.
გახსოვდე
ფილმი 90 წლის მამაკაცის ისტორიას გვიყვება, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა და გაიგო, რომ ნაცისტი მცველი, რომელმაც მისი ოჯახი ამოხოცა, ამჯერად ამერიკაში ცხოვრობს. ფილმის მთავარი გმირი, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფარშია, შტატებში შურის საძიებლად მიემგზავრება. ფილმში მთავარ როლებს კრისტოფერ პლამერი და მარტინ ლანდაუ ასრულებენ.
მტერი
ფილმის სიუჟეტის ცენტრში უიღბლო მასწავლებელია, რომელიც ფილმის ყურებისას აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი მსახიობი მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. მასწავლებელი, რომლის როლსაც ჯეიკ გილენჰაალი ასრულებს, გადაწყვეტს მოძებნოს ორეული.