LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის ავტომობილებმა ნიურბურგრინგზე გაისეირნეს

40
Capture

ნიურბურგრინგზე ათობით რარიტეტულმა ავტომობილმა გაიარა, მანქანებმა რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდეა აგებული. უნიკალურ მსვლელობაში მონაწილეობდნენ ისეთი ძველი ავტომობილები, როგორიცაა ერთადგილიანი და ორადგილიანი როდსტერები – Mercedes-Benz, BMW, Alfa Romeo, ასევე Rolls-Royce და Bugatti-ც კი. ზოგიერთმა მონაწილემ ასეთ გამოცდას უბრალოდ ვერ გაუძლო, რამდენიმეს საწვავის ავზიც გაუფუჭდა და მათ დასახმარებლად უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილი გაემართა.

ძალიან ძველი მანქანების ძრავის ხმა თვითმფრინავის ხმას გავს. საქმე ისაა, რომ ასეთი მანქანების კონსტრუქციაში იყენებდნენ ძრავებს, რომელიც საავიაციო აგრეგატის შთაგონებით იქმნებოდა, ზოგიერთი მანქანა კი პირდაპირ თვითმფრინავის ძრავით იყო აღჭურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები