LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შტატებში კატერის ძრავიანი Dodge Charger იყიდება

404

შტატებში კატერის ძრავიანი Dodge Charger იყიდება. რარიტეტული 1970 წელს აწყობილი მოდელის ბაზარზე გამოტანის შესახებ განცხადება პორტალმა „James Edition”-მა გაავრცელა. ავტომობილის ღირებულება ჯერ-ჯერობით არ სახელდება და სადილერო კომპანია მის ფასს კლიენტებს პირადად გაუმხელს. Dodge Charger-ს 9 ლიტრიანი ბიტურბო ძრავი აქვს და V8 მოდელს 1650 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. იმისათვის რომ სარბოლო კატერის ძრავი მომცრო ავტომობილში ჩაემონტაჟებინათ სპეციალისტებს სერიოზული მუშაობა და ძარის მოდიფიკაცია დასჭირდათ. ავტომობილის ბევრი დეტალი სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის დამზადდა, მაგალითად რადიატორის ბადე, რომელიც 1,8 მეტრიანი ალუმინის ნაჭრისგან შექმნეს.

რაც ყველაზე საინტერესოა, მოდელმა 2015 წელს სპეციალური ტუნინგიც გაიარა და ცნობილი ფილმის „ფორსაჟის“ გადასაღებ მოედანზეც მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები