LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორსაჟის“ Dodge Charger აუქციონზე გაიყიდება

146
forsajdoge

უნიკალური პროტოტიპი Dodge Charger, რომელსაც 2000–ზე მეტი ცხენის ძალა აქვს, ერ–რიადის აუქციონზე გაიყიდება. ავტომობილმა ცნობადობა „ფორსაჟში“ გამოჩენის შემდეგ მოიპოვა. კინოფილმში სპორტქარის საჭესთან ვინ დიზელი იყო მოკალათებული და ფინალური სცენა სწორედ ამ კადრით დაასრულეს.

Charger ჩვეულებრივ Dodge–ს მხოლოდ ვიზუალურად გავს და კაპოტის ქვეშ Hemi V8, 9,4 ლიტრის ძრავი აქვს მოთავსებული და 2250 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი სპორტქარი „ფორსაჟის“ შემდეგ ეპიზოდშიც გამოჩნდეს. აუქციონი კი საუდის არაბეთის დედაქალაქში, რამდენიმე დღეში გაიმართება. ფასი ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები