LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის ქალი ხანგრძლივობის საიდუმლოს ამჟღავნებს

112
796fd37a-707c-4238-a459-99cd3bba671f

ირლანდიის მცხოვრებმა, რომელმაც 100 წლისთავი აღნიშნა, დღეგრძელობის მიზეზები ახსნა. ამის შესახებ Irish Independent წერს.

კეტლინ პირსმა დაბადების დღე შაბათს, 2 ნოემბერს აღნიშნა. მთელი მსოფლიოდან ჩასული შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები შეიკრიბნენ მოსალოცად.

ასწლოვანი დაიბადა 1924 წლის 5 ნოემბერს. მუშაობდა სატელეფონო ოპერატორად და შემდეგ გახსნა საკუთარი ბიზნესი ქმართანერთად. მათ ჰყავდათ 10 შვილი, მათ შორის ორი ტყუპი და სამი ტყუპი. პირსს ახლა 17 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ქალს უყვარდა სასათბურე მეურნეობაში ბოსტნეულის და ხილის მოყვანა, ახალი ამბების კითხვა და კროსვორდების ამოხსნა, რათა გონება გაევარჯიოშებინა.
მან ასევე დაასახელა შრომისმოყვარეობა, კარგი საკვები და რწმენა, როგორც მისი დღეგრძელობის საიდუმლო.
”თქვენი ჯანმრთელობა თქვენი სიმდიდრეა და მე ძალიან გამიმართლა, რომ არ მაქვს რაიმე ავადმყოფობა”, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები