LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

105 წლის მამაკაცმა ხანგრძლივი სიცოცხლის მარტივი საიდუმლო გაამხილა

123
105 წლის მამაკაცმა ხანგრძლივი სიცოცხლის მარტივი საიდუმლო გაამხილა „უბრალოდ გააგრძელეთ სუნთქვა“.. დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა, 105 წლის რონ კელოუმ, იუბილე აღნიშნა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც გ

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა, 105 წლის რონ კელოუმ, იუბილე აღნიშნა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც გაამხილა, – ამის შესახებ The Bolton News იუწყება.

კელოუმ დაბადების დღე 12 სექტემბერს ქალაქ ბოლტონში, პანსიონატში იზეიმა, სადაც 2024 წლიდან გადავიდა საცხოვრებლად. მანამდე ის საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა. რონი 1920 წელს დაიბადა, მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში, მოგვიანებით კი ინჟინერი გახდა.

კითხვაზე თუ რა იყო მისი სიცოცხლის საიდუმლო, ხანდაზმულმა იუმორით უპასუხა და „უწყვეტი სუნთქვა“ დაასახელა: „უბრალოდ გააგრძელეთ სუნთქვა“, – თქვა იუბილარმა. მისმა შვილიშვილმა დაამატა, რომ ბაბუა ყოველთვის ასწავლიდა – არ უნდა გაბრაზდე, თავადაც ასე ცხოვრობდა და სწორედ ამან გაახანგრძლივა მისი წლები.

კელოუს მთელი ცხოვრება ერთი გატაცება ჰქონდა – ხეზე მუშაობა. საკუთარი ხელით ამზადებდა დეკორატიულ ნივთებს სახლისთვის და ერთ დროს შვილიშვილსაც გაუკეთა სათამაშო სახლი. გარდა ამისა, ის ფეხბურთის დიდი გულშემატკივარიც იყო და როგორც თავად აზუსტებს, მისი საყვარელი სასმელი ყოველთვის იყო – „ნებისმიერი, რაც ალკოჰოლს შეიცავდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები