LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

105 წლის ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლის უმარტივესი საიდუმლო გაამხილა

108
Screenshot 2025-06-16 174501

დიდი ბრიტანეთის მკვიდრმა 105 წლის დაბადების დღე იზეიმა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ National World-ი წერს.

ბრიტანელი, რომელსაც სურს რომ მერიონი დაუძახონ, 1920 წელს დაიბადა. ის ბევრი წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი საცხოვრებლად რაიონში გადავიდა და საქველმოქმედო ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში.

ამჟამად ქალი მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს. მორიგი იუბილესი აღსანიშნავად მერიონთან ნათესავები და მეგობრები მოვიდნენ. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მთავარ საიდუმლოდ 105 წლის ბრიტანელი ყველასთვის ხელმისაწვდომ რამეს ასახელებს: ცხოვრებით ტკბობის უნარს.

სპეციალურად იუბილარისთვის სტუმრებმა დიდი ტორტი გააკეთეს. გარდა ამისა, მან მისალოცი ბარათი მიიღო მეფე კარლ III.

„მე დღეს ძალიან მათამამებენ და ვერ ვხდები თუ რისთვისაა ეს აურზაური“, – იხუმრა მერინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები