„სოჰო ბათუმში“ ივენთები გრძელდება. რეპერი ლექს-სენი, რომელმაც ზაფხულის განმავლობაში „სოჰო ბათუმის“ სცენაზე არაერთხელ ააჟღერა თავისი რეპერტუარი, მორიგ კონცერტს აღნიშნულ კლუბში 11 სექტემბერს გამართავს. კონცერტზე დაუკრავს დიჯეიც.
ივენთის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება 30, 40 ლარია.
ცნობისთვის, დღეს, 9 სექტემბერს კლუბში „სოჰო“ სტეფანეს კონცერტი გაიმართება, 10 სექტემბერს კი ლელა წურწუმია და ბენდი „NONSTOP“ წარდგებიან მსმენელის წინაშე.