LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 შვილის დედამ 4 ტყუპი 65 წლის ასაკში გააჩინა

150
Screenshot 2023-01-06 115424

გერმანიის მკვიდრმა ანეგრეტ რაუნეკმა ყველაფერი გადადო 17 შვილის გამო. საერთო ჯამში, მან 14-ჯერ იმშობიარა. ბოლოს 65 წლის ასაკში. რაუნეკმა ერთბაშად 4 ტყუპი გააჩინა.

ქალს ბავშვები ძალიან უყვარს. ის თავის დროს არა მარტო საკუთარ შვილებს, არამედ სკოლაში მოსწავლეებსაც უთმობს. რაუნეკი ინგლისური და რუსული ენების პედაგოგია. ქალმა ბავშვები 6 სხვადასხვა კაცისგან გააჩინა, ერთხელ მამა ანონიმური დონორი გახდა.

რაუნეკის ცხოვრების წესი გარშემომყოფებს შოკში აგდებს. განსაკუთრებით გაიკვირვეს მისი ბოლო მშობიარობა, რაზეც ქალი 65 წლის ასაკში წავიდა. მრავალშვილიანმა დედამ განაცხადა, რომ სურდა უმცროსი ქალიშვილისთვის და ან ძმა ეჩუქებინა. ის ხელოვნური განაყოფიერებით დაფეხმძიმდა.

ამჟამად ქალი 72 წლისაა. პრესა წერს, რომ რაუნეკს ძალა აღარ ყოფნის ამდენი ბავშვისთვის. ორ უმცროსს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მაგრამ დედას ისინი ექიმთან არც მიუყვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები