LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდენტური ტყუპები იდენტურ ტყუპებზე დაქორწინდნენ და შვილებიც გააჩინეს

115
twins-u2f2el

აშშ-ში იდენტური ტყუპი დები იდენტურ ტყუპ ძმებზე დაქორწინდნენ და როგორც თავად ამბობენ „ალალი დები“ გააჩინეს. ამის შესახებ Today.com წერს.

ვენესას და კერიისას არასდროს უოცნებიათ რომ ტყუპებს შეხვედროდნენ. თუმცა, როცა ვენესას, რომელიც ფიტნეს ტრენერად მუშაობს, ერთ-ერთმა კლიენტმა ვაშინგტონელი ტყუპების გაცნობა შესთავაზა, მას უარი არ უთქვამს. მალევე ლუკას სილბიმ ქალს დაურეკა და დასთან ერთად ორმაგ პაემანზე დაპატიჟა.

ვენესამ და კერიისმა, ლუკასმა და ჯეიკობმა საერთო ენა პირველივე საღამოს იპოვეს. ვენესამ ლუკასში ნათესავი სული ამოიცნო და მიხვდა, რომ მასთან სურდა ცხოვრების დაკავშირება. მეორე პაემნის შემდეგ ასეთივე დასკვნამდე მივიდა მისი და ჯეიკობთან დაკავშირებით. ეს გრძნობები ორმხრივი აღმოჩნდა. მიუხედავად ასეთი სინქრონისა, დებმა საერთო ქორწილის გადახდა არ ისურვეს. ვენესა და ლუკასი 2022 წლის ოქტომბერში შეუღლდნენ, ხოლო კერიისა და ჯეიკობი – 2023 წლის ივნისში.



წყვილები ორეგონის შტატში მეზობელ სახლებში დასახლდნენ და თითქმის მთელ დროს ერთად ატარებენ. ორივე ოჯახს ქალიშვილები შეეძინათ – ედრიენი და სოფი. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან, ტექნიკურად მათი დებად ჩათვლაა შესაძლებელი, რადგან იდენტური გენეტიკა აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები