LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ადგილით წინ: საქართველო რეიტინგში წაიწია

36

საქართველოს ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში წინა თვესთან შედარებით 15 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 270 ქულით 122-ე ადგილზეა.

ოქტომბერში ქართველმა ფეხბურთელებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩეპიონატის შესარჩევ ტურნირის ორი მატჩი ითამაშეს.
საქართველო სტუმრად ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა, მეორე შეხვედრაში კი სტუმრად უელსთან ფრედ 1:1 დავამთავრეთ.

დღეისათვის საქართველოს ნაკრებს სამ შეხვედრაში 1 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ჩვენები თბილისში ჯგუფის აუტსაიდერ მოლდოვასთან 12 ნოემბერს გამართავენ.

ფიფას რეიტინგს სათავეში არგენტინის ნაკრები უდგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები