LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ისტორიაში გოლის ყველაზე მაგარი აღნიშვნები, მესიც მოხვდა და რონალდოც

139
iconsport-juillet-foot-1_1200x12

დაასახელეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საკულტო გოლის აღნიშვნები.

ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა სიაში 32 მოვლენა შეიყვანა. რეიტინგს სათავეში ჩაუდგა ბრაზილიელი ბებეტოს გოლის აღნიშვნა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც პარტნიორებთან ერთად აჩვენა თუ როგორ არწევს ახალშობილს ხელებით.

სიას ასრულებს ერლინგ ჰოლანდის მედიტაცია, რომელიც მან დორტმუნდში თამაშის დროს აჩვენა პსჟ-სთან გატანილი გოლის შემდეგ.

ბებეტო (ბრაზილია) – ბავშვს არწევდა ხელებით

მარკო ტარდელი (იტალია) – 1982 წლის მუნდიალის ფინალში გფრ-სთან გამარჯვების გოლის შემდეგ სათადარიგოთა სკამისკენ გაიქცა ყვირილით „გოოლ!“.

პოლ გასქოინი (ინგლისი) – ევრო 96-ზე გაზონზე დაეცა, ხოლო შირერი, მაკმანამანი და რედნაპი ბოთლიდან წყალს ასხამდნენ სახეში

უეინი რუნი („მანჩესტერი“) – ჰაერში რამდენიმე დარტყმა განახორციელა და დაეცა და ნოკაუტს გამოსახავდა „ტოტენჰემთან“ მატჩში

როჟე მილა (კამერუნი) – 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კუთხურის ალამთან ცეკვავდა

იურგენ კლინსმანი („ტოტენჰემი“) – სადებიუტო გოლის შემდეგ გაზონზე დახტა და ჩაყვინთვა გამოსახა, რის გამოც მოგვიანებით აკრიტიკებდნენ

კრიშტიანო რონალდო („რეალი“) – 2014 წლის „ოქროს ბურთის“ შემდეგ ჰაერში ახტომა დაიწყო შეძახილით Siuuu

ანდრეს ინიესტა (ესპანეთი) – 2010 წლის მუნდიალის ფინალში გატანილი გოლის შემდეგ სათამაშო მაისური გაიხადა და გარდაცვლილ დანიელ ხარკეს ხსოვნისადმი მიძღვნილი მაისური აჩვენა

პიტერ კრაუჩი (ინგლისი) – იამაკისთან ამხანაგურ მატჩში (6:0 – 2006 წლის მუნდიალის წინ) რობოტის ცეკვა აჩვენა.

ლიონელ მესი („ბარსელონა“) – გაიხადა მაისური და პუბლიკის წინაშე ეჭირა „რეალთან“ გასვლით მატჩში გამარჯვების გოლის შემდეგ, რომელიც მისთვის კარიერაში მე-500 იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები