დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღისა მეტ პრობლემას უქმნიან ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც შეიძლება გამოვლინდეს უგუნებობაში, თავის ტკივილებში და სხვა სახის დისკომფორტულ გამოვლინებებში. ამიტომ, ამ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა, აუცილებლად წნევა გაიზომეთ და გამოიყენეთ შესაბამისი პროფილაქტიკა [წამლებით ან ყავით], რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმი და უკეთ იგრძნოთ თავი.
დღეს განგება მოუწყობს თქვენს ფინანსურ და სასიყვარულო ურთიერთობებს გარკვეულ გამოცდებს სიმტკიცეზე, შეამოწმებს მას. ამიტომ, თუ რაღაც პრობლემები შეიქმნა, ე.ი. არ არის მტკიცე ეს თქვენი ურთიერთობები, ესეც გავითვალისწინოთ.
რეკომენდაციები
მოერიდეთ დღეს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, იმიტომ რომ ენერგოდაბინძურების და თვალის აღების ტენდენცია მაღალია. მაღალია ასევე მოტყუების, ცილისწამების, დაცინვის, ჭორების, ინტრიგების ალბათობა, თუმცა შესაძლებელია ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაც.
მოერიდეთ უჰაერო სივრცეებს, სიმძიმეების აწევას, ინფორმაციით გადაღლას გონებისა. ნუ გათქვამთ დღეს საიდუმლოს. სხვათა შორის, მოერიდეთ მანიკიურის, პედიკიურის გაკეთებას, რემონტის დაწყებას, თმების შეჭრა-შეღებვას.
ეს დღე არ უწყობს მაინცდამაინც ხელს სასიყვარულო კონტაქტებს და ქორწინებას, ასევე პარტნიორულ თანამშრომლობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ახალი საქმის დაწყებას.
დღეს სასიკეთოა მშენებლობისათვის, აუქციონებისა და პრეზენტაციისათვის, რეკლამისათვის, სავაჭრო გარიგებებისათვის, გაცვლითი ოპერაციების ჩასატარებლად, ხელშეკრულებებისათვის, ხელს უწყობს იგი საქმიან შეხვედრებს და მოლაპარაკებებს, სწავლას, მგზავრობა-მოგზაურობას, საბანკო ოპერაციების ჩატარებას, სამეცნიერო კვლევას და საკომუნიკაციო აპარატურის შეძენას. დღევანდელი სიზმრები კი ახდებიან მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელების ზონა.
დღის მინერალები და ფერები
მინერალებიდან კი გამოიყენეთ: აკვამარინი, თოფაზი, გიაცინტი და ამაზონიტი. ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს, ცხოვრებისეულ შანსებს და შესაძლებლობებს.
ფერებიდან ტანსაცმელში: ყვითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი ფერები და ტონები. აი ესენი გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები
პოზიტიურია დღევანდელი დღე ლომის, სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის.
შედარებით დაძაბულია იგი კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.