ტურინელი მოქანდაკე, ნაზარენო ბიონდო სითიქარის, Fiat 500-ის სრულზომიანი ასლის შექმნაზე მუშაობს და ამას 15 ტონა თეთრი მარმარილოთი აპირებს.
მხოლოდ ხერხის გამოყენებით ბიონდო გეგმავს, ქანდაკება რამდენიმე თვეში მზად იყოს. ამის შემდეგ კი „ავტომობილს“ ეგრევე ნაგავსაყრელზე გაუშვებს, რადგან ის „თანამედროვე საზოგადოების ნარჩენების ასახვაა“.
წინათ ბიონდომ მარმარილოსგან იტალიის სხვა სატრანსპოორტო სიმბოლო გააკეთა – Vespa-ს სკუტერი. ასევე, მის ნამუშევრებს შორის არის სხვადასხვა აბსტრაქტული ქანდაკებები და ყოველდღიური ნივთების მარმარილოს „ასლები“.