რუსთავში, თბილისის ქუჩაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. Honda-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. მანქანას 17 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც ადგიზლე გარდაიცვალა, გვერდით მჯდომი პიროვნება კი ცენტალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა, ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და სამედიცინო კვლევები უტარდება.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულნი. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო : MediaMall.ge