LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2243
მიხეილ ცაგარელი

გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც 19:50-ზე იწყებს ამოქმედებას და 23:34-მდე გასტანს. ეს ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც ტრავმების და ავარიების მიზეზი შეიძლება გახდეს.

დღე გეომაგნიტურია. დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნიან ადამიანის გულსისხლძარღვთა და  ნერვულ სისტემას. ყურადღება მიაქციეთ წნევას.

დღეიდან 14 თებერვლამდე, ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა, მერკური მერწყულის ნიშანში გადაინაცვლებს. ამ ზეგავლენის შედეგად ის ადამიანებში მეტად განავითარებს თავისუფლებას, დემოკრატიული პრინციპებისადმი მიდრეკილებას, რეფორმებს, სიახლეებს. ის გააძლიერებს გონებამახვილობას, ლოგიკურ აზროვნებას, მეგობრულ კონტაქტებს, ასევე ისეთ უარყოფით თვისებებს, როგორიცაა სიჯიუტე, სულსწრაფობა, უყაირათობა.

დღეს ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე სასიკეთოა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის.

მოერიდეთ ხელმძღვანელებთან, გავლენიან პირებთან ურთიერთობას, ფინანსურ ოპერაციებს, ვაჭრობას, ქორწინებას, ახალი კავშირების დამყარებას, სტომატოლოგიურ პროცედურებს (განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა), ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზანთემა, აქატი, მალაქიტი, მწვანე იასპი. ისინი მოიზიდავენ დადებით კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ყავისფერ, ბეჟ, მწვანე, ნაცრისფერ, ყვითელ ტონებს. ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდება.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, კბილები და თვალების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, შედარებით დაძაბულია ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები