LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3377
მიხეილ ცაგარელი

მზე იმყოფება ქალწულის მეტად ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, შეუპოვარ, მიზანდასახულ და მომთმენ ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის ფრიად თავისუფლებისმოყვარე და მეტად მეგობრულ მერწყულში. ეს ტენდენციები თითოეული ჩვენგანის ხასიათში დღის განმავლობაში მკვეთრად იჩენს თავს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ და ნუ ინერვიულებთ. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ქალბატონების, მათ შორის დედის რჩევებს. სანამ რაიმეს იტყვით, კარგად დაფიქრდით და დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს – მოერიდეთ ფანტაზიებსა და ილუზიებს.

დღეს იუმორს ყველა სათანადოდ ვერ აღიქვამს, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ ხუმრობისას. მოერიდეთ ხელმძღვანელებთან ურთიერთობას და მეგობრულ წრეში საიდუმლოს გათქმას, რადგან არ არის გამორიცხული, ის შემდგომში თქვენს საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული.

დღევანდელი კონკრეტული სახის სიზმრები მოგვიანებით ახდება.

დღის რეკომენდაციები:

დღე სასიკეთოა თავისუფალი შემოქმედებისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, სასიყვარულო კონტაქტებისთვის, რეფორმატორული საქმიანობისთვის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისთვის, სამშენებლო და სამღებრო სამუშაოებისთვის, ტექნიკის შესაძენად, პროგრამული სისტემების ასათვისებლად, დიეტის დასაწყებად, სწავლისთვის, სახლის მშენებლობისთვის, საცხოვრებელი ადგილის/ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის. არ არის რეკომენდებული მცენარეების დარგვა-გადარგვა, მათი მორწყვა და თვალების გადაღლა.

ჯანმრთელობა:

შედეგიანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობა, ცურვა და სუნთქვითი ვარჯიშები. სუსტდება მხედველობა, ვენები და ნერვული სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიებისა და სასიკეთო შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი და ლაზურიტი.

ტანსაცმელში ნეონისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი ტონები (ერთობლივად ან ცალ-ცალკე) საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროსა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები