განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ 28 აგვისტოს (პარასკევს) – ამ დღეს ერთდროულად ემთხვევა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება (რითაც სრულდება ე.წ დაბნელებების დერეფანი).
კოსმოსიდან წამოსულმა ნეგატიურმა ენერგიამ შესაძლოა გამოიწვიოს ემოციების კონტროლის დაკარგვა, ადეკვატურობის დაქვეითება, ფსიქო-ემოციური ფონის დამძიმება და კონფლიქტები. 28 აგვისტოს ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, მოერიდეთ მოლაპარაკებებს, ურთიერთობების გარკვევას, უარყოფით ფიქრებსა და წარსულზე დარდს. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და დაკავდით მხოლოდ ყოველდღიური, ჩვეული საქმეებით. ამასთან, დედამიწა კვლავ უარყოფით ენერგოველში იმყოფება, რის გამოც ნეგატიური ტენდენციები ჭარბობს.
ვერძი:
სირთულეებმა შესაძლოა იჩინოს თავი პარტნიორულ ურთიერთობებში. ურთერთგაგების ნაკლებობის ფონზე მოიმატებს ეჭვიანობა, უნდობლობა და გაუგებრობები. მოსალოდნელია შეცდომები და დაძაბულობა სამსახურში, რამაც შესაძლოა კონფლიქტი გამოიწვიოს როგორც კოლეგებთან, ისე ხელმძღვანელობასთან. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რათა ფიზიკურმა შეუძლოდ ყოფნამ ხელი არ შეგიშალოთ გეგმების განხორციელებაში და არ შეაფერხონ თქვენი შესაძლებლობები.
კურო:
სიტუაცია იძაბება და ითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას. იმატებს მოტყუების მსხვერპლად გახდომისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. გაორმაგებული ძალისხმევით მოგიწევთ პრობლემების მოგვარება. შესაძლოა მოვლენები არასწორად აღიქვათ და არასწორი დასკვნები გამოიტანოთ. მოსალოდნელია ჭორები, ინტრიგები და კრიტიკა თქვენს ზურგს უკან. ვალდებულებების ფონზე, შესაძლოა ურთიერთობა დაიძაბოს სასიყვარულო პარტნიორთან. ეცადეთ, პირად სფეროში მაქსიმალური ჰარმონია შეინარჩუნოთ.
ტყუპები:
ენერგოტონუსი თანდათან უმჯობესდება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. თუმცა, შესაძლოა თავი იჩინოს შინაგანმა დაღლილობამ და გარკვეული საკითხებისადმი ინტერესის დაკარგვამ. ამ პერიოდში შესაძლოა შეიტყოთ სხვების გარკვეული საიდუმლოებები. ემოციური გაღიზიანება და ცვალებადობა მაღალია, რამაც შესაძლოა დაძაბოს თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან, ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაუფრთხილდით ახლობლებთან კავშირებს.
კირჩხიბი:
მოიმატებს სასიცოცხლო ტონუსი, ენერგია, ოპტიმიზმი და ინტუიცია, რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, მატერიალური მხარდაჭერა ახლობლებისგან და წარმატება ლატარიაშიც კი. მაგრამ, აუცილებელია ემოციური იმპულსების კონტროლი, სიჩქარემ და ემოციურობამ შესაძლოა შეცდომებამდე მიგიყვანოთ. აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან დეზინფორმაციის ალბათობა მაღალია.
ლომი:
ენერგოტოპუსი ნელ-ნელა კლებულობს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიღლებით და მოერიდეთ აქტიურ მგზავრობებსა თუ შეხვედრებს. მოგზაურობისას მოსალოდნელია უსიამოვნო სიტუაციები. ნუ ჩაებმებით არარეალურ იდეებში, რადგან დაკარგავთ დროს, ენერგიასა და ფინანსებს. შესაძლოა მიიღოთ დივიდენდები ადრეული საქმეებიდან, თუმცა ფული განკარგეთ გონივრულად – მოერიდეთ მსხვილ ინვესტიციებსა და კაპიტალდაბანდებებს.
ქალწული:
მიუხედავად იმისა, რომ მზის თქვენს ნიშანში გადასვლა უარყოფით ენერგოველს დაემთხვა, თქვენი ენერგოტონუსი, შრომისუნარიანობა და განწყობა მაინც იმატებს, ჯანმრთელობა კი უფრო სტაბილური ხდება. თუმცა, 28 აგვისტოს მთვარის დაბნელებამ შესაძლოა ამოატივტივოს გადაუჭრელი პრობლემები და დაძაბოს ურთიერთობა კოლეგებთან. შესაძლოა შეგექმნათ დაბრკოლებები ფულის მიღებისას. თქვენი ნებისყოფა, მოთმინება და შეუპოვრობა გადალახავს ნეგატივს, თუმცა 28 აგვისტოს მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.
სასწორი:
ენერგოტონუსი ნელ-ნელა იკლებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნუ გადაიღლებით. დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში ყოფნა და ე.წ დაბნელებების დერეფანი ზრდის დაბრკოლებების, გაუგებრობებისა და თქვენკენ მიმართული კრიტიკის ალბათობას. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირება უარყოფითად იმოქმედებს განწყობაზე – გაჩნდება იზოლაციის სურვილი და დეპრესიული ფიქრები, რაც აუცილებლად ოპტიმიზმით უნდა ჩაანაცვლოთ. გარშემომყოფებმა შესაძლოა ნაკლები ყურადღება და მეტი აგრესია გამოავლინონ. იყავით თავშეკავებულნი, შეინახეთ საიდუმლოებები, ნუ გადაიღლებით და დაბადების დღის წინა პერიოდში ნუ დაიწყებთ ახალ, სარისკო საქმეებს.
მორიელი:
ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა სტაბილური ხდება და ინტუიცია ძლიერდება, რაც სასიკეთო შანსებს გაჩენს. თუმცა, რადგან დაბნელებების დერეფანში ვართ და 28 აგვისტოს მთვარის დაბნელებაა, ნეგატიური ენერგიები მაინც იჩენს თავს. პირველ რიგში, გაართულებს ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. მოსალოდნელია ფსიქო-ემოციური ცვალებადობა, ეჭვიანობა და უნდობლობა, რაც ხელს შეშლის საზოგადოებრივ და ბიზნეს-კონტაქტებს. დაძაბულობამ შესაძლოა იჩინოს თავი მეგობრებთანაც. გამოიჩინეთ სიფრთხილე ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიმართ და აუცილებლად გადაამოწმეთ ფაქტები.
მშვილდოსანი:
ენერგოტონუსი და ჯანმრთელობის პოტენციალი იკლებს, ამიტომ მოერიდეთ გადაღლას. აუცილებელია ემოციური კონტროლი, რადგან იმპულსურმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები, დაპირისპირება და შეცდომები. ხდებით მეტად კატეგორიული, სარკასტული და პირდაპირი, რაც დაძაბავს ურთიერთობას კოლეგებსა და მეგობრებთან. მოვლენებს აღიქვამთ სუბიექტურად, ხოლო სიჩქარე და სულსწრაფობა შეცდომების დაშვების რისკს ზრდის. პერიოდი არასასურველია მოგზაურობისთვის. შეინარჩუნეთ სტაბილური ურთიერთობა ხელმძღვანელებთან, რადგან კონფლიქტები უარყოფითად იმოქმედებს კარიერულ დაწინაურებაზე.
თხის რქა:
ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა სტაბილურდება, მოიმატებს შეუპოვრობა და ჩნდება კარგი პოზიტიური შანსები. თუმცა, ურთიერთგაგების ნაკლებობის გამო გაჭირდება კოლექტიური მუშაობა. თავის შეხსენებას დაიწყებს ოჯახური პრობლემებიც. მოგიწევთ ოქროს შუალედის პოვნა საზოგადოებრივ და პირად მოვალეობებს შორის, რადგან რომელიმე მხარის უგულებელყოფა დისკომფორტს შეგიქმნით. უცხოელებთან კონტაქტი ამ კვირაში ნაკლებად პროდუქტიული იქნება (მომდევნო კვირა ამ მხრივ ბევრად უკეთესია).
მერწყული:
ენერგოტონუსი იკლებს, ჯანმრთელობა ნაკლებად სტაბილურია და მოიმატებს ფსიქო-ემოციური ცვალებადობა. აკონტროლეთ ემოციები და ფიქრები. ნეგატიური კოსმიური ფონი უმიზეზო კონფლიქტებისა და დეპრესიული განწყობის პროვოცირებას ახდენს. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჰარმონია როგორც პირად, ისე საქმიან და ბიზნეს/პარტნიორულ ურთიერთობებში, რადგან თქვენი წინსვლა სწორედ ამ კავშირების სტაბილურობაზეა დამოკიდებული. პერიოდი საკმაოდ კარგი და პროდუქტიულია შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
თევზები:
ენერგეტიკული პოტენციალი უმჯობესდება, ჯანმრთელობა სტაბილურდება, ხდებით უფრო აქტიური და ენერგიული. ძლიერდება ინტუიცია, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში გეხმარებათ. თუმცა, რადგან დაბნელებების დერეფანი სრულდება, შესაძლოა წამოტივტივდეს ფინანსური გაუგებრობები და ოპოზიცია. საჭიროა ფულის ეკონომიურად ხარჯვა. მოსალოდნელია დაძაბულობა პარტნიორებთან მკვეთრად განსხვავებული პოზიციების გამო. ენაზე კბილის დაჭერა და ემოციების მართვა აუცილებელი პირობაა, რათა შეინარჩუნოთ სტაბილურობა როგორც ბიზნესში, ისე პირად ცხოვრებაში.
გეომაგნიტური დღეები – ამ კვირაში გვაქვს 5 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი (24 აგვისტო); სამშაბათი (25 აგვისტო); ხუთშაბათი (27 აგვისტო); პარასკევი (28 აგვისტო) – ემთხვევა მზისა და მთვარის დაბნელებას; კვირა (30 აგვისტო)