LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

179
მიხეილ ცაგარელი

დღეს კატეგორიულად მოერიდეთ ნასვამ მდგომარეობაში ბანაობასა და ცურვას – ეს განსაკუთრებით საშიშია, თუნდაც სახლში, აბაზანაში. არ იჭორაოთ, არ მოიტყუოთ და ნუ გასცემთ ცრუ დაპირებებს, რადგან ეს ყოველივე სავალალოდ შემობრუნდება. აკონტროლეთ ქვეცნობიერი თქვენი ემოციები.

შესაძლოა ჩაწვდეთ სხვების საიდუმლოებებს და გაიგოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კარგი დღეა აქტიურობისა და კონფიდენციალური შეხვედრებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად მესაკუთრე, ეჭვიანი, სარკასტული და პირდაპირი, რათა არ დაძაბოთ კონტაქტები. შეინახეთ დღევანდელი საიდუმლოებები.

დღის რეკომენდაციები:

სასიკეთოა სილამაზის სალონში ვიზიტი, აბაზანის მიღება (მხოლოდ ფხიზელ მდგომარეობაში), მასაჟი, ლექციების ჩატარება, თვითშემეცნება, ავტომობილის ყიდვა.

კარგი დღეა თმის შესაჭრელად, ეს ხელს შეუწყობს მის სწრაფ ზრდას. სამაგიეროდ, არ არის რეკომენდებული – ახალი საქმის წამოწყება, ახალი თანამშრომლების მიღება, გინეკოლოგთან ვიზიტი, რენტგენი, სხივური თერაპია, მოგზაურობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სოციალურ და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა:

სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ორგანიზმი თვითწმენდის რეჟიმშია, ამიტომ მეტი იმოძრავეთ, მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას და კუჭის გადატვირთვას.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიების მოზიდვისა და შესაძლებლობების გასაზრდელად გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი. ტანსაცმელში წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე ტონები (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში) საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე ძალიან კარგია კუროსა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძის, ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები