LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3510
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნიან გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევის ცვალებადობა. აკონტროლეთ სისხლის წნევა და გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა.

06:47 საათიდან იწყება და 12:31 საათამდე გაგრძელდება უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს ადამიანებში ყურადღება მკვეთრად დუნდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი ტრავმები და ავარიები. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ქვეითებსა და სარისკო საქმიანობაში ჩართულ პირებს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

მოსალოდნელია სირთულეები ფინანსურ საქმეებსა და რომანტიკულ ურთიერთობებში. შეამცირეთ კონტაქტები, აკონტროლეთ აზრები და ემოციები, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

მაღალია ილუზიების, მოტყუებისა და სხვების მიერ დაგებულ მახეში გაბმის ალბათობა. მოიმატებს ცილისწამების, კამათისა და კონფლიქტების ტენდენცია. პარტნიორულ ურთიერთობებში გამოჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, განსაკუთრებით ქუჩაში, მათ ხასიათში მოიმატებს სიცელქე. დღეს ისინი ვერ ეგუებიან შეზღუდვებს და შესაძლოა მკვეთრი რეაქცია ჰქონდეთ მშობლების მიმართ. ასევე, გაითვალისწინეთ, დღეს ყველანი შეეცდებიან რაღაცაში დაგარწმუნონ.

დღის რეკომენდაციები:

დღე სასიკეთოა სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, მასაჟისთვის, სპორტული აქტივობებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და ექსკურსიებისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან და საკონსულოებთან კონტაქტისთვის, იურიდიული საქმეებისა და სასამართლო პროცესებისთვის, პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სწავლისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, საიუბილეო საღამოებისა და დაჯილდოებებისთვის. დღეს არ არის რეკომენდებული მშენებლობა, სისხლის გადასხმა და ყურის გახვრეტა. დღევანდელი სიზმრები მიგანიშნებენ თქვენს სამომავლო მიღწევებზე.

ჯანმრთელობა:

დღეს ეფექტურია ფილტვების, ხელების, მხრების, ბრონქებისა და მეტყველების მკურნალობა. სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) დღეს არ არის რეკომენდებული.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიებისა და შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, იაგუნდი და ქარვა. ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღე ტყუპების და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები