LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

236
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე იმყოფება ენერგიულ, სიყვარულით სავსე და ძალიან კეთილშობილ ლომის ზოდიაქოში, ხოლო მთვარე – მეტად დიპლომატიურ, უკიდურესად სამართლიან და მშვიდობისმოყვარე სასწორში. ამ პლანეტარული ზეგავლენის შედეგად, ეს თვისებები თითოეული ჩვენგანის ხასიათში მკვეთრად გამოვლინდება.

დღის რეკომენდაციები:

დღეს აუცილებლად იყავით კანონმორჩილი და ნუ დაარღვევთ წესებს, მით უმეტეს, რომ დაჯარიმების ტენდენცია საკმაოდ მაღალია. დღევანდელი დღე საუკეთესოა მიტევებისთვის, პრობლემების მშვიდობიანად, დიპლომატიურად და კომპრომისების გზით მოგვარებისთვის, რაც ხელს უწყობს კონფლიქტების დასრულებას.

მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას და მეტი დაისვენეთ. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს გულწრფელობა და სიმართლე. ეს დღე ძალიან კარგია პარტნიორული ურთიერთობებისთვის და ქორწინებისთვის.

ამასთან, დღეს სასიკეთოა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები, მეგობრული კონტაქტები, პარტნიორული თანამშრომლობა, საიუბილეო საღამოები, მკურნალობის დაწყება, შემოქმედებითი მუშაობა და სუნთქვითი ვარჯიშები. კარგი დღეა დიზაინის შესაცვლელად, როგორც საკუთარ სახლში, ისე საკუთარ გარეგნობასა თუ სტილში, ასევე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, აქსესუარების, მუსიკალური აპარატურის, ავეჯის, შრომის იარაღებისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად.

მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას და შეეცადეთ, სხვათა ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ახდება.

ჯანმრთელობა:

დღეს ეფექტურია კბილების, ფეხებისა და ვენების მკურნალობა. სუსტდება ყელის არე, ფარისებრი ჯირკვალი, კანი და თირკმელების ზონა. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. კვების რაციონში ჩართეთ გოგრა და ყვავილოვანი კომბოსტო, რაც კიდევ უფრო გაზრდის იმუნიტეტს. მოერიდეთ სითხის ჭარბად მიღებას, მარილიან კერძებს, ასევე თაფლის, თხილისა და სხვა ალერგიული პროდუქტების გამოყენებას.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიების მოზიდვისა და წარმატების შანსების გასაზრდელად გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი. ტანსაცმელში ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი და ყვითელი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე პოზიტიურია ვერძის, ლომის და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, მორიელისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის მიმდინარე მოვლენების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით ნეიტრალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები