LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

200
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დილის 09:28 საათზე და გასტანს 11:48 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა უყურადღებობით გამოწვეული არასასურველი ტრავმებისა და დაზიანებების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს მძღოლებისგან, ქვეითად მოსიარულეებისგან და განსაკუთრებით იმ პირებისგან, ვინც შედარებით სახიფათო სამუშაოებშია ჩართული.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან 25 აგვისტომდე გონების, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური გადადის ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანებში მეტად განვითარდება გონებამახვილობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებები, მსხვილი პროექტებისადმი მიდრეკილება და მათი რეალიზაციის უნარი. მოიმატებს ინტერესი სასიყვარულო ურთიერთობებისა და გასართობი ღონისძიებებისადმი, ასევე ხელი შეეწყობა მეგობრულ კონტაქტებს.

თუმცა, ამავე პერიოდში ხასიათში შესაძლოა იჩინოს თავი ნეგატიურმა თვისებებმაც – სიჯიუტემ, პრეტენზიულობამ, სიზარმაცემ, ეგოიზმმა, დიქტატორულმა გამოვლინებებმა და ქედმაღლობამ, რაც აუცილებლად მოითხოვს მართვასა და კონტროლს.

დღის რეკომენდაციები:

დღეს აკონტროლეთ საკუთარი აზრები და ემოციები. შუადღის შემდეგ ადამიანის აურა და ენერგეტიკული დამცავი ველი სუსტდება, რის გამოც ეცადეთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებსა და ნეგატიურ პირებს, რათა თავიდან აიცილოთ თვალი და ენერგეტიკული დაცლა. დღევანდელი კარგი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

დღე სასიკეთოა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ტრადიციებში სიღრმისეულად წვდომისთვის, საოჯახო კონტაქტებისა და საყიდლებისთვის. ხელს უწყობს ხალხურ შემოქმედებასა და მის ნიმუშთა შეძენას, კულინარიულ ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, მცენარეების დარგვა-გადარგვასა და მათ მორწყვას.

მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლას, სესხის აღებასა და დაპირებების გაცემას. სასარგებლოა პარტნიორთან ერთად ერთობლივი ვარჯიში და ბუნებაში სეირნობა.

ჯანმრთელობა:

სუსტდება კუჭის არე, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შანსების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია ზურმუხტი, მარჯანი, ტოპაზი, აქატი და ოპალი. ფერები, რომლებიც მიმზიდველობასა და შარმს აძლიერებს, არის მწვანე, თეთრი, ცისფერი და ვერცხლისფერი ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე დადებითია ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები