LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2612
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება ქალწულის ორგანიზებულ, დისციპლინირებულ, შრომისმოყვარე, შეუპოვარ და მიზანსწრაფულ ნიშანში, ხოლო მთვარე იმყოფება ემოციურ, მგრძნობიარე, რომანტიკულ და ინტუიციურ კირჩხიბში. ეს თვისებები, ამ ზეგავლენის შედეგად, უფრო მეტად გამოვლინდებიან თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღის რეკომენდაციები:

მოერიდეთ დაუფიქრებელ, დაუსაბუთებელ ქმედებებს. აკონტროლეთ ემოციები და მეტად დაეყრდენით საკუთარ ინტუიციას. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ მიღებულ ინფორმაციას. დღეს დასახული მიზნის მიღწევა შედარებით გაადვილდება.

დღე კარგია კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, შემოქმედებითი უნარების გამოვლენისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ამასთან, პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა მოიმატოს უნდობლობამ. არ არის რეკომენდებული ქორწინება, სახლის მშენებლობის დაწყება, საცხოვრებელი ადგილის ან ბინის შეცვლა, სესხის აღება და პირობების დადება. ასევე, მოიმატებს ფინანსური შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ ამ მხრივაც გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე.

დღე პოზიტიურია ვაჭრობისთვის, ხელოვნებასთან, პოეზიასთან და ლიტერატურასთან ზიარებისთვის, ტრადიციების სიღრმისეულად გააზრებისა და შინაური ცხოველების შესაძენად. გაითვალისწინეთ, დღევანდელი პოზიტიური სიზმრები ახდება.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია სახსრების, მუხლების, ძვლების, კბილებისა და ხერხემლის მკურნალობა.

სუსტდება კუჭი, მკერდის არე, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ ზურმუხტი, რაუხტოპაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი. ფერებიდან ტანსაცმელში თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი იისფერი და ცისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე პოზიტიურია კირჩხიბის, ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის მატერიალური/ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები