LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

132
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან გრძელდება ხუთდღიანი რთული გეომაგნიტური პერიოდი, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, წნევის ცვალებადობა და საერთო დისკომფორტი. აუცილებლად გაიზომეთ წნევა და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები ორგანიზმის წესრიგში მოსაყვანად.

ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება ღამის 01:00 საათზე და გასტანს დღის 12:29 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, მოიმატებს უყურადღებობა და გულმავიწყობა, რაც შესაძლოა სერიოზული შეცდომების, ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

ცის კაბადონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან 28 სექტემბრამდე აქტიურობისა და მოქმედების მმართველი პლანეტა მარსი გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანთა მოქმედებებში იმატებს ემოციურობა, მგრძნობელობა, ინტუიცია, საიდუმლოებების შენახვის უნარი, ტრადიციებისადმი მიდრეკილება, პატრიოტიზმი, ნათესაური კავშირების გამყარება, ასევე ოჯახური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარების სურვილი. თუმცა, ამავდროულად მოსალოდნელია უარყოფითი ტენდენციების გაძლიერებაც – მოიმატებს ტყუილები, ფანტაზიები, გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობა და მასზე დამოკიდებულება.

დღის რეკომენდაციები:

ხვალ მოსალოდნელი ახალმთვარეობისა და მზის დაბნელების ფონზე, დღეს გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე: ნუ აყვებით პროვოკაციებს, აკონტროლეთ ემოციები და იყავით ფრთხილად საჭესთან, რადგან მოიმატებს ტრავმულობა. დღევანდელი სიზმრები შემდგომი ცხოვრებისეული წინაღობების შესახებ გვამცნობენ.

დღე სასიკეთოა ზოგიერთი გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად, ურთიერთობების დასალაგებლად (შესაძლოა პარტნიორებისგან მხარდაჭერაც მიიღოთ). მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სესხის აღებასა და მცენარეების დარგვა-გადარგვას.

ჯანმრთელობა:

სუსტდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ხერხემალი და კუჭის ზონა. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. გულის არე დღეს, ხვალ და ზეგ (სამი დღის განმავლობაში) ყველაზე სუსტი ზონაა ორგანიზმში, ამიტომ მაქსიმალურად გაუფრთხილდით მას, უარი თქვით საუნაზე, აბანოზე, სოლარიუმზე, ფიზიკურ და ემოციურ გადაღლაზე, ზედმეტ ნერვიულობასა და სიმძიმეების აწევაზე. შედეგიანია თვალების, ვენების და ნერვული სისტემის მკურნალობა.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შანსების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია რაუხტოპაზი, ზურმუხტი, გიშერი, აქატი და ოპალი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან შეგიძლიათ დაამატოთ ბრილიანტი. ხოლო ფერები, რომლებიც მიმზიდველობასა და შარმს აძლიერებს, არის მწვანე, თეთრი, ბორდოსფერი, ყვითელი და ლურჯი ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით რთული და დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები