მზე დღეს იმყოფება ლომის სიყვარულით აღსავსე, აქტიურ, ენერგიულ, ინიციატივიან და მებრძოლი სულისკვეთების მქონე ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის მეტად კომუნიკაბელურ და გონებამახვილ ტყუპებში. ეს ტენდენციები, ამ ზეგავლენის შედეგად, მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში.
დღე მთლიანობაში კარგია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სარფიანი გარიგებების დადებისათვის. ადამიანებში მოიმატებს ინტუიცია, რისი წყალობითაც უფრო სწორ არჩევანს გააკეთებენ. თუმცა, შესაძლოა ოდნავ მოიმატოს ქედმაღლობამაც, რაც მეტ ყურადღებასა და კონტროლს მოითხოვს.
დღის რეკომენდაციები:
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებსა და რემონტს. მოერიდეთ კამათს, კონფლიქტურ კონტაქტებს, ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ახალ თანამშრომლობასა და სამსახურში ახალი კადრების აყვანას. არ არის სასურველი მანიკიურის, პედიკიურისა და თმის შეჭრა.
ამავდროულად, გაითვალისწინეთ ინტრიგების, ტყუილების, ჭორებისა და დაცინვის მაღალი ალბათობაა. ეცადეთ არ გათქვათ საიდუმლოებები და ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს. დღევანდელ სიზმრებს ნუ ენდობით.
დღე სასიკეთოა მრავალფეროვანი კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, კონფერენციებისა და პრეზენტაციების ჩატარებისთვის, აუქციონებისა და სწავლისთვის. ხელს უწყობს საბანკო და სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას, ხელშეკრულებების დადებას, მშენებლობას, კომპიუტერის, ტელეფონის, ტელევიზორის, კონდიციონერისა და სხვა საკომუნიკაციო თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას.
ჯანმრთელობა:
სუსტდება ნერვული სისტემა, ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ეფექტურია ღვიძლისა და საზარდულის ზონის მკურნალობა. მოერიდეთ უჰაერო სივრცეებს, თამბაქოს, სიმძიმეების აწევასა და ძილის წინ გონების გადატვირთვას ჭარბი ინფორმაციით, რადგან ეს გაუარესებს ძილის ხარისხს.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად და შესაძლო პროვოკაციებისგან დასაცავად მინერალებიდან ეფექტურია ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ლაბრადორი.
ხოლო ფერებიდან ნაცრისფერი, ბეჟი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე დადებითია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.