LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

199
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება 22:53 საათზე და გასტანს ღამის 01:00 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

დღის რეკომენდაციები:

მასობრივი და სპორტული ღონისძიებებისათვის, ასევე ვარჯიშებისათვის საკმაოდ კარგი, პერსპექტიული დღეა. შესაძლებელი იქნება დღეს ახალი საქმის დაწყება და მგზავრობა-მოგზაურობა. ხელმძღვანელებთან ურთიერთობა გააუმჯობესებს თქვენს კარიერულ პერსპექტივებს და რაიმე თხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ მათ – უმრავლეს შემთხვევაში მიიღებთ დადებით შედეგს. დღეს ყველაფერში გამოავლინეთ სათანადო შემართება. პარტნიორული ურთიერთობები მოწესრიგდება, თუ დაიოკებთ თქვენში კამათისადმი მიდრეკილებას. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები შემდგომში არ ახდება.

დღე სასიკეთოა ტექნიკასთან ურთიერთობისათვის, მგზავრობა-მოგზაურობისათვის, ტანსაცმლის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული ნაწარმის შესაძენად. ხელს უწყობს სპორტულ ვარჯიშებს.

მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებებსა და ხელშეკრულებების დადებას. არ არის სასურველი პლასტიკური ოპერაციების ჩატარება და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა). მოერიდეთ თვალების გადაღლასა და წესების დარღვევას – დაჯარიმების ტენდენცია დღეს განსაკუთრებით მაღალია.

ჯანმრთელობა:

სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. სამაგიეროდ, ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის, ყელის, ენდოკრინული სისტემის, კანისა და თირკმლების მკურნალობა. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, თევზეული და გოგრის თესლი, რაც მომენტალურად გაზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ქარვა. ხოლო ფერები, რომლებიც დღეს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს მეტად გააძლიერებს, არის წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე დადებითია ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბისა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები