LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

152
მიხეილ ცაგარელი

მზე დღეს იმყოფება ლომის სიყვარულით აღსავსე, ფრიად მეგობრულ, აქტიურ, ენერგიულ და ინიციატივიან, ლიდერული თვისებების მქონე ნიშანში, ხოლო მთვარე გადავა მეტად მშვიდობიან, ფრიად წინდახედულ, ორგანიზებულ, დისციპლინირებულ და ერთგულების სიმბოლო კუროს ზოდიაქოში. ეს ტენდენციები, ამ ზეგავლენის შედეგად, მეტად იჩენენ თავს თითოეული ჩვენგანის ხასიათში.

დღეს მოიმატებს ინტუიცია. მეტად გააქტიურდებიან კუროს, თხის რქასა და სასწორის ნიშნები – მათ მეტი შანსი მიეცემათ, რომ დინამიურად იმოქმედონ დღეს და ხვალ. ეს ორი დღე ამ ნიშნებისთვის განსაკუთრებით აქტიური იქნება. დღე კარგია სწავლისთვის, ხელს უწყობს მედიტაციას, კონტაქტებს, ახალ ნაცნობობასა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებას.

დღის რეკომენდაციები:

დღეს ნუ განმარტოვდებით. არ აყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც საკმაოდ მაღალია. ეს ყველა ნიშანს ეხება – ეცადეთ, მომატებული ენერგია კონფლიქტებში არ გადაიყვანოთ. მაღალია გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღებისა და ვალის აღების ალბათობა. მოერიდეთ კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ცივ სასმელებს, ხალების მოშორებას, სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

დღე ხელს უწყობს შეთანხმებების მიღწევას, თუმცა იგი ამავდროულად მოწმდება სამყაროს მიერ სიმტკიცეზე, რამდენად სწორია იგი. ამიტომ, თუ შეთანხმება საბოლოოდ არ განხორციელდა, ნუ გაიკვირვებთ, რადგან სამყარო მიიჩნევს, რომ ეს არ ღირდა. დღე სასიკეთოა ვაჭრობისათვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის, კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის, ქორწინებისთვის, მოგზაურობისა და საყიდლებისთვის. დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.

ჯანმრთელობა:

სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ეფექტურია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, ასევე სახისა და კანის კვება.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი. ფერები, რომლებიც მიმზიდველობასა და შარმს აძლიერებს, არის ყავისფერი, ლიმონისფერი, ტერაკოტისფერი, ბეჟი და მწვანე ტონები.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე დადებითია ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები