LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (10-16 აგვისტო) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

100
მიხეილ ცაგარელი

შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, რომელსაც დაბნელებების დერეფანი ეწოდება. 12 აგვისტოს, ოთხშაბათს, გველოდება პირველი, საკმაოდ სერიოზული მზის დაბნელება (ამავდროულად ახალმთვარეობა), ხოლო ორი კვირის შემდეგ, 28 აგვისტოს – მთვარის დაბნელება. დაბნელებების დერეფანი თითოეული ადამიანისგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან ტრავმების, ავარიების, კონფლიქტებისა და პრობლემების ტენდენცია ორმაგდება.

12 აგვისტოდან ნეგატიური ტენდენციები ნელ-ნელა მოიმატებს, ხოლო მომდევნო კვირა კიდევ უფრო რთული იქნება. ამიტომ 12 აგვისტოს წინდახედული ნაბიჯები გმართებთ, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ არაფერს მნიშვნელოვანს.

ვერძი:

ვერძებისთვის საკმაოდ აქტიური და პოზიტიური კვირაა. თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი და სტაბილური. გაქვთ შანსი გაიფართოოთ გავლენის სფეროები საზოგადოებაში, გაიუმჯობესოთ პოზიციები პროფესიულ ასპარეზზე და მიაღწიოთ წარმატებას ბიზნესში. თქვენი გავლენის სფერო შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს. პერიოდი სასიკეთოა პირადი ურთიერთობებისთვისაც, ზოგისთვის შესაძლოა ქორწინებითაც დაგვირგვინდეს. ეს არის ბავშვების წარმატებით სიამაყისა და სპორტული თუ შემოქმედებითი მიღწევების პერიოდი. ყველა სფეროში ერთ-ერთი წარმატებული პერიოდია. ფინანსური წარმატების შანსიც მაღალია. მთავარია, 11 აგვისტოს მეორე ნახევარი და 12 აგვისტო გაიაროთ დინჯად, ფხიზლად და კონფლიქტების გარეშე.

კურო:

კუროებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, ენერგოტონუსი დაქვეითებულია, პერიოდი კი დაძაბული. მოიმატებს ჯანმრთელობის გაუარესების, ტრავმების, პრობლემებისა და კონფლიქტების ტენდენცია, ხოლო თქვენი მოქმედებები ნაკლებად ეფექტური იქნება. შესაძლოა ზოგმა საცხოვრებელი ბინა ან სამუშაოს გამო ქალაქი შეიცვალოს (სამუშაოს კუთხით). ფინანსური შესაძლებლობები გამოჩნდება, თუმცა ფული როგორც სწრაფად მოვა, ისე სწრაფად წავა. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები საყოფაცხოვრებო ტექნიკის თუ სანტექნიკის გაფუჭების გამო. საყოფაცხოვრებო პრობლემები მიიღეთ წუწუნის გარეშე და შეინარჩუნეთ მშვიდი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ამაზე იქნება ბევრად დამოკიდებული თქვენი წარმატების შესაძლებლობები, ამასთან, მოერიდეთ შეცდომებსა და ტყუილებს, რომლის ტენდენციაც მაღალია, ამიტომ ფრთხილად გაიარეთ ეს პერიოდია, განსაკუთრებით 12 აგვისტოდან.

ტყუპები:

ტყუპებისთვის კვირა მთლიანობაში ცუდი არ არის, ხელს უწყობს კონტაქტებს, შეხვედრებს, მგზავრობა-მოგზაურობებს, დისკუსიებსა და მოლაპარაკებებს. იპოვით ადამიანებს, რომლებიც თქვენს იდეებს გაიზიარებენ. პერიოდი კარგია ცოდნის გასაღრმავებლად, საჯარო გამოსვლებისა და მოგზაურობისთვის. ფართო აუდიტორიის წინაშე შეიძლება გამოხვიდეთ და თქვენი ცოდნა კიდევ უფრო კარგად განავითაროთ. პერიოდი ყოველმხრივ სასიკეთოა, თუმცა, აუცილებლად გამოიჩინეთ სიფრთხილე 11 აგვისტოს საღამოს და 12 აგვისტოს. კვირის დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ.

კირჩხიბი:

კირჩხიბების ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ხოლო ფსიქოემოციური არასტაბილურობა თვალსაჩინო. მოიმატებს გაღიზიანება და პარტნიორული კონფლიქტები. ბიზნესსა და ფინანსურ სექტორშიც კი მაღალია დანაკარგებისა და შეცდომების ალბათობა. პერიოდი არ ვარგა ერთობლივი ფინანსური ოპერაციებისთვის, კაპიტალდაბანდებებისა და მსხვილი საყიდლებისათვის. ზოგიერთი შესაძლოა ჯარიმის ან ფინანსური შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდეს. აკონტროლეთ ემოციები, რათა არ გაიჩინოთ ფარული მტრები და არ მოხვდეთ უსიამოვნო სიტუაციებში.

ლომი:

ლომებისთვის პრინციპში პოზიტიური პერიოდია, თუ არ ჩავთვლით 11 აგვისტოს დღის მეორე ნახევარსა და 12 აგვისტოს, ამ დღეების გამოკლებით, საკმაოდ დინამიკური პერიოდი გაქვთ, მზე თქვენს ზოდიაქოს გადის და კვლავ პერიოდის მთავარი ფავორიტი ბრძანდებით. შინაგანი განახლების დროა. როგორც ლიდერს, მენეჯერსა და ორგანიზატორს, შესანიშნავად შეგიძლიათ თქვენი უნარების გამოვლენა. იდეების ძალიან კარგი გენერატორი იქნებით, გაძლიერდება თვითრწმენა, შეუპოვრობა და თვითგამოხატვა, შეგიძლიათ ჩაერთოთ დიდ პროექტებში. თუმცა, ვინაიდან მზის დაბნელება სწორედ ლომის ზოდიაქოში ხდება, იმყოფებით რისკ-ჯგუფში, ამიტომ 11 აგვისტოს მეორე ნახევარი და 12 აგვისტო გაიარეთ მაქსიმალურად ფრთხილად და წინდახედულად, ხოლო კვირის დანარჩენი დღეები გამოიყენეთ მაქსიმალურად.

ქალწული:

ქალწულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და დისჰარმონიული პერიოდია. ენერგოტონუსი ძალიან დაბალია, ჯანმრთელობა არასტაბილური. იოლად შესაძლებელია გაციება ან ქრონიკული დაავადებების გააქტიურება. ვლინდება ფსიქოემოციური არასტაბილურობა. გააქტიურებულნი არიან ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები და შურიანი ადამიანები. ნუ დაიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან და სარისკო საქმეებს, დაასრულეთ ძველი ან შემოიფარგლეთ ყოველდღიური ვალდებულებებით და მეტი დაისვენეთ. ამავდროულად, საქმის კარგად შესრულების შემთხვევაში შესაძლოა ფინანსური დივიდენდები მიიღოთ, მთავარია თანხის სწორად გადანაწილება. უარი თქვით სხვების კრიტიკასა და ზედმეტ ლაპარაკზე, რათა არ გამოიწვიოთ სერიოზული კონფლიქტები და არ გაჟონოს თქვენმა საიდუმლოებებმა. ამიტომ ეცადეთ, ეს კვირა ფრთხილად და წინდახედულად გაიაროთ.

სასწორი:

ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანრმთელობა მდგრადია, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, ორგანიზატორული ნიჭისა და უნარის გამოვლენასაც შეძლებთ. რეფორმების პერიოდი გაქვთ, თქვენი შარმი, მიზიდულობა და ქარიზმა მატულობს. კარიერული კუთხით, წინსვლის კარგი შესაძლებლობები გაქვთ. ირგვლივ მყოფი ადამიანებიც მაქსიმალურად შეგიწყობენ ხელს. სასიყვარულო კონტაქტებისთვის ფრიად კარგი პერიოდია. შეიძლება ახალი საქმე დაიწყოთ ან თუნდაც, ახალი სამსახური. კოლექტიური მუშაობისთვის საინტერესო პერიოდია. ხელს უწყობს მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, იდეების რეალიზაციას, ამიტომ ეცადეთ იაქტიუროთ, მაგრამ 12 რიცხვი განსაკუთრებით, ფრთხილად გაიარეთ.

მორიელი:

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია და ემოციური არასტაბილურობაც იჩენს თავს, ამიტომ სჯობს საკუთარი თავი მეტად დაასვენოთ და მხოლოდ ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ. 11 აგვისტოს დღის მეორე ნახევარი და 12 აგვისტოს დღე განაკუთრებით მშვიდად და ფრთხილად გაიარეთ. კონფლიქტების ალბათობა მაღალია, ამ მხრივაც ყურადღება გამოიჩინეთ. დანარჩენ დღეებში გარკვეული შესაძლებლობები გაქვთ, მაგალითად, კარიერული განვითარების კუთხით, შესაძლებელია ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ნაყოფიერი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. პარალელურად, შესაძლოა გაგიჩნდეთ ჩაკეტვისა და იზოლაციისკენ მიდრეკილება – იმოქმედებს პრინციპი „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“, სადაც თავს ყველაზე მშვიდად იგრძნობთ. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები ოჯახსა თუ სახლში. მიუხედავად ამისა, პერიოდი მთლიანობაში მაინც შეიცავს გარკვეულ სირთულეებს, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ.

მშვილდოსანი:

აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ოპტიმისტური პერიოდია, თუმცა 11 აგვისტოს შუადღიდან და 12 აგვისტოს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ – ამ დროს იმატებს კონფლიქტებისა და ტრავმების ალბათობა. კვირის დანარჩენი დღეები მაქსიმალურად გამოიყენეთ: კარგი პერიოდია თვითშემეცნებისთვის, ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისა და ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. თავი შეიკავეთ კატეგორიულობისგან, პირდაპირობისა და სარკაზმისგან, რათა არ გააფუჭოთ ურთიერთობა მეგობრებთან და კოლეგებთან. 11-12 აგვისტოს ნუ იქნებით ზედმეტად დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებთ ან ამბობთ, რადგან ყველაფერი შეიძლება სულ სხვაგვარად განვითარდეს.

თხის რქა:

ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადი, ემოციურად არასტაბილური პერიოდია. მოიმატებს ეჭვიანობა, უნდობლობა და არასათანადო ეჭვები, რომ ტყუილს გეუბნებიან, რის გამოც სხვების სიტყვებსა და მოქმედებებს ზედმეტი დაკვირვებით შეაფასებთ. თუმცა, თუ 11-12 აგვისტოს არ ჩავთვლით, დარჩენილ დღეებში მაინც შეძლებთ გარკვეული პოლიტიკური შანსების თუ თვითრეალიზაციის გამოყენებას. შესაძლოა შეინარჩუნოთ ან აიმაღლოთ სტატუსი საზოგადოებაში, გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, წამოიწყოთ ახალი პროექტები, წახვიდეთ მივლინებაში და შეიძინოთ ახალი ნაცნობები. გაითვალისწინეთ, 11-12 აგვისტოს არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ.

მერწყული:

ზოგადად პოზიტიური პერიოდია – ენერგიული ხართ, ჯანმრთელობაც სტაბილურია. 11 აგვისტოს მეორე ნახევრისა და 12 აგვისტოს გარდა, დარჩენილი დღეები ძალიან კარგია. შესაძლოა აღმოჩნდეთ ახალი, საინტერესო მოვლენების წინაშე და განახორციელოთ იდეები. იზრდება თქვენი ავტორიტეტი და გავლენის სფეროები. წარმატებით წარიმართება ბიზნესსაქმიანობა, პარტნიორული ურთიერთობები, შემოქმედებითი მუშაობა, იმიჯის შეცვლა და მოგზაურობა. უმჯობესდება ფინანსური მდგომარეობაც. მთავარია, 11-12 აგვისტოს არ წამოიწყოთ არაფერი მნიშვნელოვანი და არ აჰყვეთ ცდუნებებს.

თევზები:

ემოციური არასტაბილურობისა და დაბალი იმუნიტეტის გამო კარგავთ სიმშვიდეს, მოსალოდნელია წვრილმანი პრობლემები, განსაკუთრებით ოჯახურ ურთიერთობებში. 11 და 12 აგვისტო საკმაოდ რთული დღეებია – მაღალია კონფლიქტების, მოტყუებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა როგორც საქმეში, ისე ჯანმრთელობის მხრივ. თუმცა, ამ ორი დღის გამოკლებით, კვირის დანარჩენ დღეებში შესაძლებელია მეგობრებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ფინანსური სტაბილურობა და დაკისრებული საქმეების წარმატებით შესრულება. იაქტიურეთ დარჩენილ დღეებში, თუმცა ჯანმრთელობას მაინც გაუფრთხილდით.

გეომაგნიტური დღეები: ამ კვირაში გველოდება ზედიზედ ხუთი გეომაგნიტური დღე: ორშაბათი (10 აგვისტო), სამშაბათი (11 აგვისტო), ოთხშაბათი (12 აგვისტო), ხუთშაბათი (13 აგვისტო) და პარასკევი (14 აგვისტო).

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ასაკოვან ადამიანებსა და მათ, ვისაც სუსტი ნერვული თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ. დისკომფორტის შემთხვევაში აკონტროლეთ წნევა, მიიღეთ შესაბამისი მედიკამენტები, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და მეტი დაისვენეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები