განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება ღამის 03:26 საათზე და გასტანს დილის 10:10 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
ამავდროულად, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. ეს ფაქტორი შესაძლოა გახდეს თავის ტკივილის, უგუნებობის, წნევის ცვალებადობისა და სხვა დისკომფორტული შინაგანი გამოვლინებების მიზეზი. აკონტროლეთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ შესაბამისი პროფილაქტიკური მედიკამენტები.
დღე კარგია გადაუდებელი საკითხების გადასაწყვეტად. დღეს და ხვალ განსაკუთრებით მშვიდი და ჰარმონიული დღეებია სასწორის, მერწყულისა და ტყუპების ნიშნებისთვის. ადამიანთა ხასიათში მოიმატებს ინტუიცია, კრეატიულობა, თუმცა მოსალოდნელია ხასიათცვალებადობა და შინაგანი მერყეობაც.
დღის რეკომენდაციები:
ნუ დაიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან საქმეებს. მოერიდეთ რემონტის დაწყებას, თმის შეჭრასა და შეღებვას, ქორწინებასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. ნუ გათქვამთ საიდუმლოს და ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს. აუცილებლად გადაამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია. დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.
დღე სასიკეთოა კონტაქტებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, საკომუნიკაციო აპარატურის შესაძენად. ხელს უწყობს რეკლამას, პრეზენტაციებს, კონფერენციების ჩატარებას, აუქციონებს, სწავლას, საბანკო ოპერაციების ჩატარებასა და ხელშეკრულებების დადებას.
ჯანმრთელობა:
სუსტდება ფილტვების ზონა, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ეფექტურია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის მკურნალობა. გაძნელებულია სუნთქვა, ამიტომ მოერიდეთ უჰაერო სივრცეებს. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ სტაფილო, შავი მოცხარი და კივი.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია ტოპაზი, აკვამარინი, გიაცინტი, ამაზონიტი და ბერილი. ფერები, რომლებიც მიმზიდველობასა და შარმს აძლიერებს, არის ნაცრისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ცისფერი.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე დადებითია ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია ქალწულის, მორიელისა და თხის რქის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.